
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, თბილისში, სკ "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მარტის სანაკრებო შეკრების ბოლო ვარჯიში გამართა. ხვალ, საღამოს 19:00 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ვლადიმირ ვაისის გუნდი, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება და რევანშის აღებას შეეცდება.
განწყობა
თბილისის ზღვასთან მდებარე ბაზაზე, ქართველი ფეხბურთელები 17 საათისთვის მოვიდნენ. ლიტვასთან მოგებული თამაშის შემდეგაც და ალაბთ, თბილი და მზიანი ამინდის გამოც, გუნდში უფრო მხნე განწყობა იყო, ვიდრე, ჟუნალისტებისთვის განკუთვნილი სხვა ღია ვარჯიშების დროს შემინიშნავს. 2018 წლის სასტარტო მატჩით კმაყოფილებას, არც ეროვნულის მთავარი მწვრთნელი მალავდა. ვაისმა, მატჩის შემდგომი პრესკონფერენციისგან განსხვავებით, დღეს სრულიად ცივგონებაზე, ალბათ ლიტვასთან ჩატარებული მატჩის ვიდეოჩანაწერის არაერთგზის ნახვის შემდეგაც შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: „ლიტვასთან ჩატარებული პირველი ტაიმი იყო საუკეთესო, რაც გუნდს ჩავუდექი სათავეში. ბიჭები, ცდილობდნენ ხარისხიანი ფეხბურთი ეჩვენებინათ. ზონებში კარგად იხსნებოდნენ, კარგად ვიყენებდით დაცვის ხაზის მოთამაშეებსაც ფლანგებიდან შეტევებში. ყველაფერი სწორად კეთდებოდა. მეორე ტაიმს რაც შეეხება, როდესაც ანგარიშში 4-0 მიგყავს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ისე ვეღარ ხარ კონცენტრირებული... ბუნებრივია, ასეთ დროს, ცვლილებები, გავლენას ახდენს თამაშზე" - ამბობს, ვლადიმირ ვაისი.

საკუთარი ფეხბურთელების მიერ სწორად მიღებულ გადაწყვეტილებეს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, არც მეორე ტაიმში, უწუნებს საკუთარ ფეხბურთელებს. თუმცა, პირველი თამაშის შემდეგ ვაისი, მხოლოდ 18 ფეხბურთელის ამარა დარჩა და ახლა, ესტონეთთა მატჩში მონდომებასთან ერთად, საკუთარი გუნდის წევრების იმპროვიზაციის იმედიც აქვს.
„ხვალ, სავსებით განსხვავებული თამაში იქნება. ესტონეთის ნაკრები, თამაშის ხარისხით, ლიტვაზე ძლიერია", - ამბობს ვაისი.
ესტონეთთან სათამაშოდ კი ბოლო ვარჯიშზე ქართველთა სლოვაკ მწვრთნელს შემდეგი ფეხბურთელები დარჩა - მეკარეები: გიორგი ლორია („ანჟი", რუსეთი), გიორგი მაკარიძე („რიუ ავე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე („ტორპედო", ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე („ხიმნასტიკი", ესპანეთი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია („ლოკომოტივი", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („სკა ენერგია", რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი („რიგასი", ლატვია), ჯიმი ტაბიძე („უფა", რუსეთი), ლაშა დვალი („პოგონი", პოლონეთი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე „ტობოლი", ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია („სევილია", ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი („სან ხოსე ერსქვიკსი", აშშ), გიორგი მერებაშვილი („ვისლა", პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი („სარაგოსა", ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური („ორდაბასი", ყაზახეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია („რაპიდი", ავსტრია), ნიკა კაჭარავა („კორონა", პოლონეთი), ბაჩანა არაბული („ბალმაზუივაროში", უნგრეთი)

„ეს შთამბეჭდავი გამარჯვება უნდა შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ალბათ, ხვალ, მაყურებელიც მეტი იქნება და ჩვენც, წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი, ქართველ გულშემატკივარს, ლიტვასთან მატჩში გვერდზე დგომისთვის. დასანანია, რომ პირველ თამაშში დაშავდა ჯანო. მინდა, მას გამოჯანმრთელება ვუსურვო და გუნდში მალე დაბრუნება, რადგან ის ძალიან გვჭრდება. მე და ალბათ, გუნდსაც მთლიანად, რაც შეგვეხება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალინდელ თამაშში დადებით შედეგს მივაღწიოთ" - ამბობს, გიორგი პაპუნაშვილი.
სარაგოსელი ნახევარცმველი, ლიტვასთან მატჩში, 10 წუთზე, სწორედ ტრავმირებული ჯანო ანანიძის ნაცვლად შემოვიდა და ზუსტად 5 წუთში, 2018 წლის სეზონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლების ათვლაც დაიწყო და სანაკრებო კარიერაში საკუთრებისაც.
ჯანო, ვაკო და ტრავმირებულები
თორნიკე ოქრიაშვილის, ლევან მჭედლიძისა და ყველა სხვა ფეხბურთელის მსგავსად, რომლებსაც ნაკრებში თამაში ტრავმების გამო უკვე კარგა ხანია არ უწევთ, ვლადიმირ ვაისი, მზადაა დაელოდოს ჯანო ანანიძის სრულ გამოჯანმრთელებასაც.

"ადრეც ვქთვი და ახლაც ვიტყვი, რომ ორი კვირის წინ დავესწარი "ლოკოსა" და "სპარტაკის" თამაშს, შევხვდი, "სპარტაკის" ხელმძღვანელობას, გუნდის მწვრთნელს მასიმო კარერას და ვკითხე, იყო თუ არა, ჯანო ფორმაში. მათ მიპასუხეს, რომ მოხარულები იქნებოდნენ, თუკი ჯანო ნაკრებში სათამაშო პრაქტიკას დააგროვებდა. ჯანოსაც ველაპარაკე. გუნდში, კარგად ვარჯიშობდა და სადმე ხომ უნდა დაეწყო თამაშიც? იმ დღეს, "ლოკოს" წინააღმდეგ, 20 წუთი ითამაშა თოვლსა და ყინვაში. აქ კი, ნორმალური პირობებია და რაც მოხდა, მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ძალიან გული მწყდება მეც და ქართველ გულშემატკივარსაც, რომ ჯანომ ასეთი მძიმე ტრავმა მიიღო. ფეხბურთის ისეთი სპორტია, რომ ზოგჯერ ასეც ხდება. ტრავმა ფეხბურთელს თავს არ ანებებს. მაგრამ ჯანო კარგად ვარჯიშობდა. სამწუხაროდ, რაც მოხდა მე-8 წუთზე, უკვე მოხდა და ამას უკან ვერ დააბრუნებ. ამაში დამნაშავე არავინაა, არც მე, არც ჯანო და არც „სპარტაკის" მწვრთნელი. ის, ნაკრებში სათამაშოდ იყო მზად და მას, ძალიან უხაროდა, იყო მონდომებული, რომ თამაშს იწყებდა" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.
შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე, რომელმაც რამდენიმე სანაკრებო თამაში სწორედ, ტრავმების გამო გამოტოვა, ლიტვასთან მატჩის მე-8 წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული იყო. ჯანო ანანიძემ ჯვარედინა იოგი დაიზიანა. ფეხბურთელს, გამოსაჯანმრთელებლად, ყველაზე ცოტა ნახევარი წელი დასჭირდება. უახლოეს დღეებში კი ჯანო ანანიძეს, იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში, ჯვარედინა იოგზე ოპერაციაც ჩაუტარდება.

თუმცა ჯანო, არ არის ერთად-ერთი გამონაკლისი, რომელსაც ლიტვასთან მიღებული ტრავმის გამო, ხვალ, მიხეილ მესხზე, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, თამაშის გამოტოვება მოუწევს.
„მუხლი ვიტკინე. თავიდან კი არ მესიამოვნა, მაგრამ გახურებული ვიყავი და დიდად არ შემიმჩნევია ტკივილი. ასე იყო თამაშიდან მეორე დილამდე. საგანგაშოდ სერიოზული არაფერია, თუმცა, ცოტა ხანი ვერ ვითამაშებ", - ამბობს ვაკო გვილია, რომელიც დღეს, თანაგუნდელების ვარჯიშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს.
ვაკო გვილიამ, ლიტვასთან მატჩის დროს, გვერდითი კოლატერალური იოგის პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო. მუხლის ერთ-ერთი იოგის მორჩენისთვის ფეხბურთელს მინუმუმ ორი კვირა დასჭირდება.

ხარისხი
გულშემატკივარი, ჟურნალისტები, სპეციალისტები არა, მხოლოდ ვლადიმირ ვაისისგან, არამედ, ყველა მწვრთნელისგან, ვიცნ კი საქართველოს ეროვნული ნაკრების სათავეში ოდესმე ყოფილა, კარგა ხანია ხარისხიან თამაშს ითხოვენ. ბუნებრივია, მთელი ამ ხნის მანძილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენები ასე, ერთი ხელის მოსმით „წყალწაღებულები" იყვნენ, რადგან იყო, თამაშები, რომელშიც უბრალოდ, არ გაგვიმართლა.
„კი, ლიტვასთან, ნამდვილად ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ. ლიტვის დონის გუნდებს, სხვა მატჩებშიც შევხვედრივართ, თუმცა, უხარისხოდ გვითამაშია. გვაქვს პროგრესი, გაუმჯობესებული გვაქვს თამაშის ხარისხიც, რაც მწვრთნელსაც უნდა და ჩვენც გვინდა. ეს, იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუმცა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. მარტო ამ ერთი თამაშით, არ უნდა შემოვიფარგლოთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ სათამაშო ხარისხი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. უფრო და უფრო რთული მოწინააღმდეგეები გვეყოლება და მზად უნდა ვიყოთ. ლიტვა ეცადა, რომ ღია ფეხბურთი ეთამაშა. ასეთ გუნდებთან, კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ესტონეთი უფრო მეტად, დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ამიტომ, ხვალ, ცოტა სხვანაირი თამაში იქნება. თუმცა, ამ სხვანაირ თამაშშიც, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ხარისხი მაინც ვაჩვენოთ", - ამბობს გურამ კაშია.

მართლაც, ფეხბურთელები სულ გვპირდებოდნენ, რომ ხარისხიან თამაშს გვაჩვენებდნენ. ლიტვასთან 24 მარტს კი, პირველ რიგში „ურწმუნო თომებს" დაანახეს, რომ ეს, მხოლოდ, ფარატინა სიტყვები არ არის.
იმიტომ არა, რომ ერთ ტაიმში 4 გოლი გავიტანეთ. იმიტომ, რომ გუნდმა, უბრალოდ, ერთმანეთი იპოვნა. ეს კი ყველაზე კარგად სწორედ ფეხბურთელებს ესმით და ხარისხიანი თამაშის თემას, ჩვენთან, ჟურნალისტებთან საუბარში, ხშირად შეხებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაც.
მატჩის წინ - ერთი თამაში „გაზაფხულს ვერ მოიყვანსო"
მაშ ასე, დღეს, 26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრამდე, ბოლო ვარჯიში ჩაატარა. „ზესტაფონის" ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 20-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ესტონეთთან შეხვედრაში, ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია დააკლდებიან. გიორგი ჩაკვეტაძე კი, მეორე დღეა, ბელგიურ „გენტში" აგრძელებს ვარჯიშს, ისე, როგორც ეს, ეროვნულ ნაკრებსა და „გენტს" შორის წინასწარი მოლაპარაკების დროს გადაწყდა.

„არ არის ჯანო, არ არის ჩაკვეტაძე, რომელიც კლუბში უნდა დაბრუნებულიყო და არ არის გვილია, რომელმაც მცირე ტრავმა მიიღო, მუხლი დაიზიანა. ამიტომ, ცოტა სხვა სისტემით მოგვიწევს თამაში. სავარაუდოდ ჩვენი სქემა იქნება 4-2-3-1"- ამბობს ვლადიმირ ვაისი, რომელიც მის ხელთ არსებული რესურსიდან გამომდინარე, როგორც სჩანს, საყვარელ 4-3-3 სქემას, ესტონელებთან „უღალატებს".
„იქიდან გამოდინარე, რომ ხვალ, ისინი ითამაშებენ ვისაც წინა მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, გამოდის, რომ ითამაშებენ ნიკა კაჭარავა, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი შეხვედრას, სასტარტო შემადგელობიდან დაიწყებს. ასევე, ნიკა კვეკვესკირი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა შერგელაშვილი. ამჯერად კარში გიორგი მაკარიძე იქნება. ვიქნებით ისეთი შემადგენლობით, რომ ალბათ, ცოტა იმპროვიზაცია მოგვიწევს. ასეც და ისეც, ჩვენ ვიქნებით 10 და ესტონელებიც იქნებიან 10-ნი, მინდვრის მოთამაშეებს ვგულისხმობ, ვეცდებით მოვიგოთ", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ვლადიმირ ვაისმაც და ბიჭებმაც მშვენივრად იციან, რომ ლიტვასთან ჩატარებული მატჩისგან, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება დაპირისპირება ესტონეთთან. „არ მინდა ლიტველებს ვაწყენინო, მაგრამ ესტონეთი, სხვა სისტემით თამაშობს. ვფიქრობ, 5-4-1 ან 5-2-3 -ით სქემით დაგვიპირისპირებიან. არაა გამორიცხული 3-4-3-იც იყოს. მთავარია, რომ ესტონელები, დაცვის ხაზში მჭიდროდ თამაშს აძლევენ უპირატესობას. ჩვენ, შევეცდებით ამ ვითარებაშიც გამოვნახოთ თავისუფალი ზონები. ვნახოთ, რა გამოვა და თავს, როგორ გავართმევთ" - ამბობს ვლაიდიმირ ვაისი.
10 პლუს მეკარე, ქართველიცა და ესტონელიც - ეს არის ერთადერი რეალობა, რომელიც დღეს, გადაჭრით ვიცით, რომ ხვალ, 27 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტაიონზე, ფეხბურთის სათამაშოდ, აუცილებლად გამოვა მოედანზე. ვიცით, ლიტვასთან მატჩისგან განსხვავებით, ვაისის დააანონებული, გუნდში მინიმუმ 5-6 ცვლილების შესახებაც. არის დაპირება ხარისხიან თამაშზე და კიდევ მზაობა, 24 მარტს ნაჩვენების გაუმჯობესებაზე. დანარჩენი, ვნახოთ ხვალ, 19:00 მიხელს მესხის სტადიონზე, ყველამ ერთად.

ავტორი და ფოტო tsff - თამარ ჯიშკარიანი
ფოტო gff - ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








