
დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა, ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლა. ფინალურ დაპირისპირებაში „ლანჩხუთი", ხობის „კოლხეთს" შეხვდა. ნომინალური მასპინძელი ამ მატჩში, „ლანჩხუთი" იყო, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და ქალთა თასის მოქმედი მფლობელი. ხობელები, კი 2021 წლის წარმატებული სეზონის შემდეგ, შეგახსენებთ, მათ ქალთა ლიგის გათამაშებაში მე-3 ადგილი დაიკავეს, თავისი პირველი ტიტულისთვის იბრძოდნენ.
თავიდანვე გეტყვით, რომ „ლანჩხუთმა" საქართველოს თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. გოგონებმა უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, უკრაინის დროშის ფერის სამკლაურებით იასპარეზეს. ანგარიში კი, ამ მატჩში, მე-13 წუთზე, საქართველოს 2021 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ გახნა, 1-0. როგორც მოსალოდნელი იყო, ლანჩხუთელებმა თამაშის სადავეები თავიდანვე ხელში აიღეს და ხობელთა ნახევარზე დაბანაკდნენ. შეხვედრის ამ მონაკვეთში მათ კიდევ ჰქონდათ, ანგარიშს გაზრდის საშუალება, თუმცა, 39-ე წუთზე, ერთ-ერთი კონტრშეტევვის დროს, „კოლხეთმა" მოახერხა, გურულების პროვოცირება და ანა წულაიამ, რომელმაც კარიდან შორს გამოსული გურულთა მეკარე შენიშნა, „ლანჩხუთელთა" კარში, შორი მანძილიდან ბურთის გადაგზავნა მოახერხა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ.
მეორე ტაიმში, ლანჩხუთელებმა უფრო გააძლიერეს ზეწოლა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა, უფრო აქტიურად შეუტია მეტოქის კარს. ანგარიშს გაზრდის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, ქართული ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთმა მომავალმა ეთო სულაშვილმა, რომელის „გორი იუნაიტედიდან", გურულებს წელს შეუერთდა. მისმა დარტყმულმა, ხარიხა დააზანზარა. თუმცა, მანამდე გურულებმა, ანგარიშის გაზრდა მოახერხეს. უფროს ზუსტად, მეგრელები აიძულეს შეცდომა დაეშვათ. 58-ე წუთზე, ლანჩხუთელთა მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი, ეკა თაბაგარის ბაქანზე არეულობისას „კოლხეთმა" ავტოგოლით, „ლანჩხუთი" დააწინაურა, 2-1. მეტი, ამ გურულ-მეგრულ დაპირისპირებაში, ანგარიში აღარ შეცვლილა.
გამარჯვებულ „ლანჩხუთს" საქართველოს ქალთა თასი და მედლები ორივე გუნდს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ გადასცეს.
საქართველოს ქალთა თასი 2021
„ლანჩხუთი" - „კოლხეთი" ხობი 2-1 (1-1)
ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 26 მარტი
„ლანჩხუთი": თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია, მეგი გოცირიძე, თეონა თოდაძე (90+1 ანა გობრონიძე), ეთერ სულაშვილი, ირინა ხაბურზანია, ხატია ჭყონია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
„კოლხეთი": ეკა თაბაგარი, ვიკა კუპრეიშვილი, მანონი საღარაძე, თამარ სვანიძე, ლიკა ქობალავა, სალომე თოდუა, თამუნა თავდიშვილი, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, თინათინ ამბალია, მარიამ ჩუბინიძე (46' ლანა ჯიქია)
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია
გოლები: 13' ხატია ჭყონია, 39' ანა წულაია, 58' მანონი საღარაძე (ავტოგოლი)
გაფრთხილება: 90+1 ანა გობრონიძე
მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, თეონა სტურუა, ელენე ელოშვილი
ქსკ "ლანჩხუთის" ფოტო





ჩვენ








