
მონპელიეში, ფიგურულ ციგურაობაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულებამდე, უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ ფორუმზე, 2023 წელს, საქართველო, მინიმუმ 10 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. სპორტულ წყვილებში, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წარმატებას (4 ადგილი) და გუშინ, ქალთა ერთეულთა თანრიგში, ანასტასია გუბანოვას ასევე წარმატებულ (6 ადგილი) გამოსვლას, თანაც, ორივე შემთხვევაში საქართველოს გუნდის წარმომადგენლებს, მსოფლიო პირველობაზე ჰქონდათ დებიუტი, დღეს, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე, გამოცდილმა მორის ყვითელაშვილმა, კიდევ ერთი დამატებითი საგზურიც მოიგო, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
მორისმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ მე-7 იყო, დღეს მოახერხა, რამდენიმე კონკურენტის ჩამოტოვება, ამასთან ევროპის მასშტაბით, თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი შედეგი, 179.42 ქულა დააგროვა და ორი იაპონელისა და ორი ამერიკელის შემდეგ, მე-5 შედეგი აჩვენა. თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, მორისი 272.03 ქულით, მეოთხე ადგილზე გავიდა და მხოლოდ, 5 ქულით ჩამორჩა, მესამე ადგილზე გასულ, ამერიკელ ვინსენტ ჟოუს. მსოფლიოს, 2022 წლის ჩემპიონი კი, იაპონელი შომა უნო გახდა, 312.48 ქულით ორი პროგრამის ჯამში და საკმაოდ ძლიერი და საინტერესო პროგრამით.

რაც შეეხება მორისს, მცირედი ხარვეზების გარეშე, ყვითელაშვილმა ვერც დღეს ისრიალა. საერთო ჯამში, სწორედ ამ მცირედი ხარვეზების გამო, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში, ქართველ სპორტსმენს ბრინჯაოსთვის ქულები დააკლდა. თუმცა, საერთო ჯამში, მორისის დღევანდელი გამოსვლა, იყო საუკეთესო, მის ადრინდელ გამოსვლებთან შედარებით მსოფლიოს ჩემპიონატზე.
27 წლის ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, თავისუფალ პროგრამა 4-მაგი სალხოვისა და სამმაგი ტულუპის კომბინაციით გახსნა და სამმაგი აქსელიც იქვე მიაყოლა. საერთო ჯამში მორის პროგრამაში 3 ცალი, 4-მაგი ბრუნი ჰქონდა (უკვე ჩამოთვლისის გარდა, ქართველმა თავი გაართვა 4ტულუპი+2ტულუპი, 3 ლუპი, 4 ტულუპი, 3 ფლიპი+1ეულერ+3 სალხოვი, 3 ფლიპი შეასრულა). „შესანიშნავ ტექნიკურ მოციგურავეს", როგორც რეპორტაჟის კომენტატორმა, მორის ყვითელაშვილი მოიხსენია, სეზონის საუკეთესო შედეგი 170.96 ქულა ჰქონდა. ლაივ-რეჟიმში, პირველ ადგილზე გადასასვლელად, მორისს, 179,09 ქულის აღება სჭირდებოდა. ქართველმა ეს, მოახერხა. ტექნიკურ მაჩვენებლებში, მას 93.42, ხოლო კომპონენტებისთვის 86.00 ქულა ერგო. სხვათა შორის, შესაძლოა, მხოლოდ პირადად ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ მორისი, სხვა მამაკაც შემსრულებლებს შორის, რომლებიც მეტ ყურადღებას ტექნიკას ახარჯავენ, მორისი ახერხებს ტექნიკისა და არტისტიზმის სინთეზსს, რაც ძალიან ლამაზი საყურებელია.
თავისუფალი პროგრამის საბოლოო შედეგები
საბოლოო შედეგები
სეიკ-ის ფოტო / ხატია ჯიჯეიშვილი
დღესვე, მონპელიეში, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება. თავისუფალი პროგრამით, სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვა და გიორგი რევია იასპარეზებენ.
ასევე იხილეთ:





ჩვენ








