
2022 წლის 12 აპრილს, გაიმართება წილისყრა, სადაც წყალბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქე გაირკვევა. სასიამოვნო სიახლის შესახებ, რომელიც წყალბურთში, ჩვენს ნაკრებს დაატყდა თავს, საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
„წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს! FINA-ს სანქციების შედეგად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული გუნდის ნაცვლად, საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ფედერაციის ოფიციალური სოცქსელი აქვეყნებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების დაშვებამდე, შეგახსენებთ, რომ საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ორგანიზაციამ რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები ჩემპიონატიდან მოჰკვეთა. შესაბამისად გამონთავისუფლდა ორი ადგილი. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი რუსეთმა მერვე ადგილზე დაამთავრა, მეცხრე ადგილზე კი, გერმანიაა, რომელსაც, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა განაღდებული ჰქონდა, ამ „რიგში" მეათე საქართველო აღმოჩნდა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ექრგო.
თუ ვისთან ერთად მოხვდებიან ქართველები, როგორც გითხარით, 12 აპრილს გაირკვევა.მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, ბუდაპეშტში, 20 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გაიმართება.





ჩვენ








