მიზნად დასახული გამარჯვება, რომელიც სისრულეში მოდის
მიზნად დასახული გამარჯვება, რომელიც სისრულეში მოდის
27.03.2018
ავტორი: ნინი ვაშაკიძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის სეზონში, მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. „მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე" გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი აღმოჩნდა. ქართველი ფეხბურთელები, ორივე ტაიმის განმავლობაში ბურთსაც აკონტროლებდნენ და საკუთარი კარის, მშრალად შენახვაც მოახერხეს. თბილისიდან, ესტონეთის ნაკრები დამარცხებული წავიდა. ქართველებმა მათ, ანგარიშით 2-0 სძლიეს.

„ერთა თასისთვის" ამ ორი თამაშის მოგება, დადებითი შედეგია. რა დავალებაც გვქონდა მწვრთნელისგა, ნაწილობრივ შევასრულეთ. მიზნად გამარჯვება გვქონდა დასახული და ასეც მოხდა. გოლიც არ გაგვიშვია. ეს ატმოსფერო მომდევნო მატჩებზე აისახება. მაისში კიდევ ერთი შეკრება გვაქვს და, იმედი მაქვს, კიდევ უფრო დავხვეწთ ჩვენს სათამაშო ტაქტიკას"- ამბობს გიორგი მერებაშვილი, რომელიც დღევანდელ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

სამი დღის წინ მოგებული შეხვედრის შემდეგ, „მესხზე" დღეს ანშლაგი არ იყო, თუმცა „ქომაგთა" ტრიბუნის გარდა, დიდხნიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად თითქმის მთელი სტადიონი სკანდირებდა.  საქართველოს ნაკრების წარმატებაში, აღსანიშნავია გულშემატკივართა ფაქტორი, რაც ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია. ეს, ქართველთა გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ, გიორგი მერებაშვილმაც დაადასტურა ჩვენთან საუბრისას.

„ორივე მატჩის დროს გუნდიც და მეც ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მოვიდა და გვიქომაგა. მათი მხარდაჭერა ფეხბურთს ალამაზებს და ჩვენ სტიმულს გვაძლევს, უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად სანახაობრივი ფეხბურთი შევთავაზოთ მათ" - ამბობს გიორგი მერებაშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ შეკრებამდე გიორგი მერებაშვილს „ვისლასთან" ერთად,  2 აპრილს, „პიასტი" გლივიცესთან, პოლონურ ექსტრაკლასაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის გამართვა უწევს.

 

მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ