
ვუოკატის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 6 ქართველი სპორტსმენისთვის წარუმატებლად დასრულდა, თუმცა, ჩვენებმა, საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის გამოცდილება მიიღეს, რაც სამომავლოდ, მათ ასპარეზობაზე აუცილებლად აისახება.
ქართული გინდიდან ყველაზე წარმატებული 17 წლის, დანიაში დაბადებული, ბათუმელი ფიგურული მოციგურავე აღმოჩნდა. ანა დეა გულბიანი-შმიდტმა მოკლე პროგრამაში 37,41 ქულა დაიმსახურა, რითაც თავისი საუკეთესო შედეგი (32.74) მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და 32 მონაწილეს შორის 24-ე შედეგი აღმოაჩნდა. ამის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენელმა თავისუფალ პროგრამაში იასპარეზა და 75.27 ქულით საერთო ჯამში 20-ულში შესვლა მოახერხა, მე-19 ადგილით. ფესტივალის ამ სახეობაში, საერთო ჯამში 31 მონაწილე იყო. ორი პროგრამის ჯამში კი, 112.68 ქულით, გულბიანი-შმიდტი, 21 ადგილს დასჯერდა (საბოლოო შედეგები).

კიდევ ერთი გოგონა, ქართული გუნდიდან, ტრამპლინიდან ხტომაში ასპარეზობდა. ესმერალდა გობოზოვამ ორი ნახტომის ჯამში (55 მ. და 52.5 მ) 59.5 ქულა დააგროვა და ბოლო, 30-ე ადგილი დაიკავა. ამავე სახეობაში, ტრამპლინიდან ხტომაში მისი ძმა, ალან გობოზოვი პირველ წრეში 72,5 მეტრზე გადახტა და 43 მონაწილეს შორის 42-ე ადგილზე გავიდა.
![]() |
![]() |
პარალელურ სლალომში საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრები ერთბაშად სამი ოლიმპიელით იყო წარმოდგენილი. ლუკა ბუჩუკურმა ორი დაშვების ჯამში (40.90) 59-ე ადგილი დაიკავა, ირაკლი არღვლიანმა (44.53) - 62-ე ადგილი, მიხეილ ჩართოლანმა (47.64) კი 65-ე შედეგით დაასრულა გამოსვლა. აღნიშნულ სტარტამდე, ერთი დღით ადრე საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრების წევრებმა სლალომშიც იასპარეზეს, თუმცა, მათ, პირველი დაშვება ვერ დაასრულეს და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.






ჩვენ










