
დღეს, ტირანაში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა. ამჯერად, ვილი სანიოლის გუნდი, ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ, 0-0 ითამაშა. ალბათ, აღსანიშნავი, რომ ეს ჩვენი გუნდის მორიგი წაუგებელი მატჩი იყო, აქედან მეოთხე თამაში, რომლის დროსაც კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. ამ ჯერზე, საქართველოს ნაკრების კარს, გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზსს იმ დადებით დინამიკაზე, რომელსაც საკუთარ გუნდში 2021 წლის ოქტომბრის თამაშებიდან მოყოლებული ამჩნევს და მომავალი თამაშების წინ იმედს გამოთქვამს, რომ ივნისში, მის განკარგულებაში, ბევრი ჯანმრთელი და კარგ სათამაშო კონდიციაში მყოფი ფეხბურთელი ეყოლება.
„ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ხარისხიანი გუნდია. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შეინარჩუნეს ძლიერი დისციპლინა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ, დადებითი დინამიკით გვამოძრავებს. ოთხი გამარჯვების შემდეგ, დღეს ფრედ ვითამაშეთ. მეოთხე მატჩია გოლი არ გაგვიშვია. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, თუმცა ეს იყო უკანასკნელი თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე. იმედი მაქვს, ჩემი ფეხბურთელები ჯანმრთელები და კარგ ფორმაში იქნებიან ამ ტურნირის დაწყებამდე.
როდესაც გარკვეული მოთამაშეების გარეშე კარგ შედეგს აღწევ, ეს ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ფეხბურთელებს აქვთ რწმენა, რომ რამდენიმე ლიდერის არყოფნის შემთხვევაშიც შეუძლიათ წარმატების მიღწევა. ჩვენთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის ხილვა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ასეთ ვითარებაზე.
ერთა ლიგაზე 10 დღეში ოთხ მატჩს გავმართავთ, რაც სიახლეა. ასე რომ, ჯანმრთელი და კარგ სპორტულ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები დამჭირდება", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლა, ორი თვით შეისვენებს. ამის შემდეგ, სანიოლის გუნდი 2-დან 12 ივნისის ჩათვლით, უეფა-ს ერთა ლიგის ახალ სეზონში, რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, აქედან პირველი, 2 ივნისს, თბილისში გაიმართება. თითქმის ერთწლიანი შესვენების შედმეგ, დედაქალაქი საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრას უმასპინძლებს.
სფფ-ს ფოტო





ჩვენ








