ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია, ბექა ბუჯიაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონია, ბექა ბუჯიაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
29.03.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი, პირველი მედლები გათამაშდა.


ქართველმა ფალავნებმა ბუდაპეშტის ხალიჩაზე 3 მედალი მოიპოვეს. მათ შორის, საუკეთესო შედეგს მიაღწია 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ იაკობიშვილმა. 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში სომეხი არმან ანდრეასიანი 2-1 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.


საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შემატეს ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ).