
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის კონტინენტიდან ბოლო საგზურის მფლობელის ვინაობა ჯერ კვლავ უცნობია. უკრაინაში მიმდინარე საომარი მიქმედებების ფონზე, შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ რუსეთი, მუნდიალიდან „ჩახსნა", აი ბოლო საგზურის მფლობელის ვინაობა კი, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჯერ, შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებების ½ ფინალური ფლეი-ოფი გაიმართება, შემდეგ კი, ამ წყვილში გამარჯვებული, უელსს დაუპირისპირდება.
დღეს კი, ორი საფლეი-ოფო ფინალი გაიმართა და ორივეში იდენტური ანგარიში დაფიქსირდა.
პოლონეთი - შვედეთი 2-0
პორტუგალია - ჩრდ. მაკედონია 2-0
ამასობაში კი, ევროპის კონტინენტიდან, მუნდიალის 12 ევროპელი მონაწილეს ვინაობა გაირკავა. გუნდები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ჯგიფებიდან გავიდნენ:
ბელგია- მესამე 2018 (საუკეთესო შედეგი მუნდიალზე)
ხორვატია - ვიცე-ჩემპიონი 2018
დანია - 1/4 ფინალი 1998
ინგლისი - გამარჯვებული 1966
საფრანგეთი - გამარჯვებული 1998, 2018
გერმანია - გამარჯვებული 1954, 1974, 1990, 2014
ნიდერლანდები - ვიცე-ჩემპიონი 1974, 1978, 2010
სერბეთი - მეოთხე ადგილი 1930, 1962 (ყოფილი იუგოსლავია)
ესპანეთი - გამარჯვებული 2010
შევიცარია - 1/4 ფინალი, 1934, 1938, 1954
ფლეი-ოფიდან გასული გუნდები
პოლონეთი- მესამე 1974, 1982
პორტუგალია - მესამე 1966
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა დოჰაში, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გაიმართება. ქვეყნები, ოთხ კალათში 8-8 გუნდად გადანაწილდებიან, ფიფა-ს იმ რეიტინგის მიხედვით გადანაწილდებიან, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდება. ყატარი, როგორც მასპინძელი ქვეყანა, პირველ ქალათში იქნება. მე-4 კალათში იქნება ზემოთხსენებული (უელსი - შოტლანდია/უკრაინას) ფინალის გამარჯვებული. წილისყრის მიხედვით, თითო კალათიდან (პირველიდან დაწყებული) ამოიღებენ თითო ქვეყნის ნაკრებს და A-დან H ჯგუფებში გადაანაწილებენ.
აქვე გეტყვით, რომ დღეს ევროპის კონტინენტზე მთელი რიგი ამხანაგური მატჩები ჩატარდა. ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე.





ჩვენ








