
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა სანაკრებო „ანგარიში“ გახსნა. ნაკრების ახალწვეულებიდან, მორიგი სადებიუტო გოლის გარეშე, არც დღევანდელ თამაშს ჩაუვლია. ესტონელებთან მატჩში, სწრაფი გოლი, სკ „უფას“ ქართველი მცველის, ჯიმი ტაბიძემ, შეხვედრის მე-6 წუთზე გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი სადებიუტო გოლია ეროვნულ ნაკრებში.
„პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ გუნდმა შესძლო გამარჯვება. ჩემი სადებიუტო გოლით ძალიან გახარებული ვარ, რადგან ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი სულ სხვა გრძნობაა. ძალიან კარგია, რომ გუნდი ასე დამაჯერებლად თამაშობს, რაც ანგარიშზეც აისახება. დარწმუნებული ვარ, „ერთა ლიგას“ სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით“ - ამბობს ჯიმი ტაბიძე.
საქართველოს ეროვნულა ნაკრებმა დღეს, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“, ამხანაგურ მატჩში ესტონეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი შეხვედრის პირველ ტაიმში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს, 2018 წლის პირველ ამხანაგურ თამაშთან შედარებით, ისეთი ფეხბურთელები აკლდნენ, როგორებიც ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია არიან, მათ მაინც შესძლეს და სტუმარ გუნდს აჯობეს.
მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ






ჩვენ








