მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამჯერად, ვერცლის მედლის მფლობელი გახდა
მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ამჯერად, ვერცლის მედლის მფლობელი გახდა
30.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი გენო პეტრიაშვილისა და თურქი თაჰა აქგულის შეხვედრა, დღეს, თურქის გამარჯვებით დასრულდა. თაჰამ, ფინალური დაპირისპირებისას უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვა, როდესაც ანგარიში 0-5 წაიყვანა. დასკვნით მონაკვეთი გენომ, კარგად დაიწყო და 2 ქულა აართვა მეტოქეს, ბევრიც იაქტიურა, თუმცა, მეტი ქულის აღება ვეღარ მოასწრო. ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ქართველმა მძიმეწონოსანმა, ვერცხლის მედალი მოიგო. 

დღესვე, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა ახალგაზრდა მოჭიდავემ გიორგი სულავამ, რომელმაც, მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე, სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 16-5 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალის მფლობელი გახდა. ბრიჯნაოს მედალი აიღო, კიდევ ერთმა ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა, მირიან მაისურაძემ, რომელმაც გამოცდილ მოლდოველ გეორგი რუბაევს 7-2 სძლია.


საერთო ჯამში, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც, არც თუ ურიგო შედეგია. რამდენიმე დღეში, „თავისუფლებისგან" ესტაფეტას „კლასიკები" აიტაცებენ. ორ დღეში, ბუდაპეშტში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპული პირველობა იწყება. ქართული გუნდი 10 წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.



ასევე იხილეთ სტატიის ბმული


სეოკ-ის ფოტო