„დინამო თბილისმა“, „ბრეშასთან წააგო“
„დინამო თბილისმა“, „ბრეშასთან წააგო“
30.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა ჩაატარა დღეს, „დინამო თბილისმა" და ამჯერად, გასვლაზე იტალიაში, „ბრეშას" წინააღმდეგ, ანგარიშთ 16-8 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ სერბი სპეციალისტის დეიან სტანიოევიჩის შეგირდებმა, შეხვედრის პირველ 2 პერიოდს შედარებით ნორმალურად გაართვეს თავის, პირველში მხოლოდ 2 ბურთით, 4-2 წავაგეთ, მეორეს დასრულება კი, ფრედ 3-3 მოვახერხეთ, მესამე პერიოდში, შეიძლება ითქვას, თამაში ჩაგვივარდა. ეს მონაკვეთი 5-ბურთიანი სხვაობით წავაგეთ, 6-1. დასკვნითი მეოთხედის წინ კი, უკვე, 13-6 ვაგებდით. შეხვედრის ან ნაწილში, იტალიელებმა 3, ჩვენ კი, 2 გოლის გატანა მოვახერხეთ. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების სეზონში მორიგი მატჩი წავაგეთ.




დინამოელთაგან, დღევანდელ შეხვედრაში, ყველაზე შედეგიანი გიორგი მესხი იყო, მან 3 მცდელობიდან, 3 გოლი გაიტანა. თითო გოლი გაიტანეს დუშან ვასიჩმა, გიორგი მაგრაქველიძემ, გიორგი კირიაკიდიმ, მარკო ელაჩამ და ანდრია ბითაძემ.


მატჩის ტექნიკური ოქმი


შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში, სტუმართა გამარჯვებით, 11-19 დასრულდა. ახლა, დინამოელებს, მიმდინარე სეზონში, 3 მატჩიღა რჩება გასამართი და მცირე შანსი, თუნდაც ერთი შეხვედრის მოსაგებად. დარჩენილ თამაშებს შორის, დინამოელებს ერთი შეხვედრის ჩატარება გასვლაზე 9 აპრილს ესპანეთში, „ბარსელონეტასთან" უწევთ, ბოლო ორი კი, სახლში, 20 აპრილს, ხორვატულ „იადრანთან" და 11 მაისს, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან".