
ანტალიის გრან სლემზე, რომელიც სტარტს ხვალ დილიდან აიღებს მსოფლიოს, 63 ქვეყნის 525 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სამი დღის მანძილზე თურქულ ქალაქში, ბელგიელი მატეას კასე, კანადელი ჯესიკა კლიმკაიტი, პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა და კიდევ სხვა ბევრი ცნობილი ჯოდოკა იასპარეზებენ. მათ შორის 11 ქართველი სპორტსმენი და არანაკლებ სახელოვანი, როგორც ვაჟთა ასეევ, ქალთა შორის, ანტალიის გრან სლემის მოგებას შეეცდება.
საქართველოს გუნდის შემადგენლობაში არიან:
-60კგ წონით კატეგორიაში - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი;
-73კგ წონით კატეგორიაში - გიორგი ტერაშვილი;
-81კგ წონით კატეგორიაში - გიორგი შერაზადიშვილი;
-90კგ წონით კატეგორიაში - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე;
-100კგ წონით კატეგორიაში - ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი;
+100კგ წონით კატეგორიაში - გურამ თუშიშვილი;
-57კგ წონით კატეგორიაში - ეთერ ლიპარტელიანი;
+78კგ წონით კატეგორიაში - სოფიო სომხიშვილი.
წინასწარი შეხვედრები, 1 და 2 აპრილის დილის 10:00 საათზე, 3 აპრილს, 10:30-ზე, ფინალური ბლოკი კი, 18:00 საათზე დაიწყება. .
ანტალიის გრან სლემი, რომელიც 1-3 აპრილის ჩათვლით გაიმართება, 2022 წელს, IJF-ის რიგით მეოთხე ტურნირია და ამ მომენტისთის ყველაზე მრავალრიცხოვანი. გამომდინარე იქიდან, რომ პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები არც ისე შორსაა, ამ ტურნირიდან მოყოლებული, ყველა ქულა უკვე, მნიშვნელობას იძენს.





ჩვენ








