
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, მე-6 ჯგუფში მოხვდა. ქართველ ხელბურთელებს, რომლებსაც ამ ეტაპზე თამაშის უფლება, რუსეთისა და ბელარუსის „მოკვეთის" შემდეგ გაუჩნდათ, უნგრეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვას გუნდებთან ერთად მოუწევთ, ევროპის ჩეპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებსთვის ბრძოლა.
შესარჩევი ეტაპი 2022 წლის 12 ოქტომბერს დაიწყება და 2023 წლის 30 აპრილამდე გასტანს. წილისყრის შედეგად, 8 ქვეჯგუფში გადანაწილებულ 32 ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 20 საგზურისთვის მოუწევს ბრძოლა. გუნდები სახლი-გასვლის პრინციპით, საერთო ჯამში 6-6 მატჩს გამართავენ. ფინალი კი, გერმანიაში, 2024 წლის 10-დან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და მეორე ადგილოსანი, სულ 16 ნაკრები, ავტომატურად, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელები ხდებიან. საუკეთესო ოთხი გუნდის ვინაობა კი, რომლებსაც ასევე შეხვდებათ ევრო 2024-ის საგზურები, ჯგუფებში ასპარეზობების შემდეგ გაირკვევა. აქ, უპირატესობა 8-დან იმ 4 ნაკრებს მიეცემა, რომლებსაც კონკრეტულ ჯგუფში 1 და 2 ადგილოსან გუნდებთან უკეთესი ბალანსი ექნებათ.
რაც შეეხება კიდევ ოთხ ნაკრებს, რომელიც ევრო 2024-ზე იასპარეზებს - მასპიძნელი გერმანია, შვედეთი (ევროპის მოქმედი ჩემპიონი), ესპანეთი (ვიცე-ჩემპიონი) და დანია (ბრინჯაოს მედალოსანი) არიან და ეს უფლება მათ (თუ არ ჩავთვლით გერმანიას), წარმატებული ევრო 2022-ის გამო დაიმსახურეს, შესარჩევი ეტაპის პერიოდში, EHF EURO Cup-ის ტურნირზე ითამაშაებენ.

თავად შესარჩევი მატჩების სავარაუდო ბადე კი, წილისყრის შემდეგ ასე გამოიყურება:
რაუნდი 1: 12/13 ოქტომბერი 2022
რაუნდი 2: 15/16 ოქტომბერი 2022
რაუნდი 3: 8/9 მარტი 2023
რაუნდი 4: 11/12 მარტი 2023
რაუნდი 5: 26/27 აპრილი 2023
რაუნდი 6: 30 აპრილი 2023
ფოტო: ehfeuro.eurohandball.com





ჩვენ








