პირველი მედალი ანთალიის გრან სლემზე
პირველი მედალი ანთალიის გრან სლემზე
01.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იყო შანსი ორის, თუმცა, ანთალიის გრან სლემის პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ხელში, მხოლოდ ერთი ვერცხლი შეგვრჩა. თურქეთში მიმდინარე, 2022 წლის IJF-ის რიგით მეოთხე გრან სლემზე, პორტუგალიის, საფრანგეთისა და ისრაელში გამართული ეტაპების შემდეგ, თურქულ ტატამს, იაპონელები კი, დააკლდნენ, თუმცა, მათ საპატიო მიზეზები აქვთ - შიდა ჩემპიონატის სახით და დიდი ალბათობით, მომავალი ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ათვლას, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაიწყებენ. მანამდე კი, დღეს, ანთალიაში მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. 11 ქართველიდან კი, რომლებიც ანთალიაში იმყოფებიან, დღეს, სამმა იასპარეზა.

ოქროს მედლის მოგების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან ლუხუმ ჩხვიმიანმა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად სლოვენიელი დავიდ სტარკელი ვაზარით დაამარცხა. ამის შემდეგ, ყაზახ ბაიურჟან ნარბაიევსაც მოუგო, ამჯერად იპონით. აქ, ლუხუმმა მალევე მოახერხა ვაზარის აღება, თუმცა, გამარჯვება შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამი ადრე, იპონმა მოუტანა. ჩხვიმიანი, ჯგუფიდან 1/2 ფინალში გადასასვლელად, ბერძენ სავა კარაკიზიდისს დაუპირისპირდა და მას, დამატებით დროში იპონით მოიუგო. ამ იპონამდე, ლუხუმმა კარგად დაწყო, თუმცა, მას ჯერ ვაზარი არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი, შიდოც „დააწიეს".  რაც შეეხევა 1/2 ფინალს, აქ ლუხუმი ესპანელ ფრანსისკო გარიგოსის დაუპირისპირდა და მორიგი იპონით ჩამოიშორა გზიდან. აი ფინალში კი, ქართველს, ჩინური ტაიბეის წარმომადგენელი შეხვდა, იან იუნ ვეა, რომელმაც 1/2 ფინალიდან ჯაბა პაპინაშვილი გაგვიგდო. ამ, -60კგ-მდე ფინალში ყველა ტექნიკურ და საინტერესო ბრძოლას ელოდა, თუმცა, ვეამ, როგორც ჩანს ქართულ ხასიათზე და ემოციურობაზე კარგად გათვალა და აღებული ვაზარის შემდეგ, ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანა.


რაც შეეხება ჯაბა პაპინაშვილს, ის ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ ბარათოვთან დამარცხდა, ის აკრძალული ილეთის გამო, ასპარეზობიდან მოხსნეს.


კიდევ ერთი ქართველი, ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც -57კგ წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად ითლებოდა, ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და მასპინძელი თურქი აიშე ნურ თუნჯა დაამარცხა, თუმცა, შემდეგ ბრძოლაში, უკვე თავად დამარცხდა ვაზარით, გოლდენ სქორში, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმასთან.


ხვალ, ანთალიაში მელდები 5 კომპლექტი გათამაშდება. ტატამზე კი, მათ მოსაპოვებლად ორი ქართველი გიორგი ტერაშვილი (-73კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (-81 კგ) ორ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.



ფოტო: © გაბრიელა საბაუ