ორი განსხვავებული ტაიმი გორში
ორი განსხვავებული ტაიმი გორში
27.03.2018
ავტორი:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის სახეოლობის სტადიონზე" გამართული შეხვედრის შემდეგ, 7 ჩატარებული მატჩიდან 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 საფეხურზე ინარჩუნებს ადგილს. ქართველი ახალგაზრდები, ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მორიგ მატჩში, დანიელ თანატოლებს შეხვდნენ და დაძაბულ ორთბრძოლაში ფრედ 2-2 ითამაშეს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეს, გორის სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა, ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველი, რომელშიც დომინანტი საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც პირველი 45 წუთის მანძილზე, სრულად აკონტროლებდა ბურთს და ქმინდა სახიფათო მომენტებს.  ანგარიშიც ამ მატჩში, ქართველებმა გახსნეს 31-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის დარტმის შემდეგ. თუმცა, ტაიმის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დანიელებმა ანგარიში გაგვითანაბრეს.

„მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. ძალიან გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ ვერ შევძელით.  სამწუხაროა. მატჩის მსვლელობისას ორჯერ ვიგებდით. ალბათ, ცოტა უფრო მეტი კონცეტრაცია და თავდაჯერებულობა დაგვაკლდა. მეორე ტაიმში დაღლილობამაც იჩინა თავი. ზედმეტად უკნიდან დავიწყეთ მეორე გოლის შემდეგ თამაში, რის გამოც დავისაჯეთ. დასანანია ეს შედეგი, მაგრამ ჯგუფიდან გასვლითვის, ბრძოლას ვაგრძელებთ", - განაცხადა TSFF.GE-სთან საუბარში ოთარ კიტეიშვილმა.



შეხვედრის მეორე ნახევარი, შესვენებამდე გაშვებული გოლის გამო, თუ სხვა მიზეზით, გია ცეცაძის გუნდმა ოდნავ მძიმედ დაიწყო თამაში. ბურთის ფლობის მხრივ კი, დანიელებმა ნელ-ნელა გაათანაბრეს მატჩი. მიუხედავად ამისა, ქართველმა ახალგაზრდებმა 63-ე წუთზე, ანგარიშში დაწინაურება კიდევ ერთხელ შესძლეს. ბექა მიქელთაძემ, რომელიც ხარაიშვილის ნაცვლად გამოვიდა მოედანზე და პირველივე წამებზე საგოლე პოზიციაზეც კი იყო, თანაგუნდელებს, რომ შეემჩნიათ, 2 წუთში მაინც ახერხებს ულამაზესი გოლის გატანას. თუმცა, მატჩის დასრულებამდე 15  წუთით ადრე, დანიის 21-წლამდე ნაკრები კიდევ ერთხელ ახერხებს ანგარიშის გათანაბრებას.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა, 2017 წლის 6 ოქტომბერს, დანიაში, 5-2 დასრულდა მასპინძლთა სასარგებლოდ. ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, ქართველ ფეხბურთელებს 3 გასამართი მატჩი  და თეორიული შანსიღა რჩებათ.  საქართველოს 21-წლამდე გუნდს, 2018 წლის შემოდგომაზე 3 შეხვედრის გასვლაზე თამაში მოუწევთ, ლიტვაში, ფინეთსა და პოლონეთში და ამასთან, მაქსიმალურად მეტი ქულების დაგროვება.