გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
02.04.2022
ავტორი: ი.პ.

საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მარტის თვის MVP-ად დაასახელეს.


ამ თვეში "ტენერიფეს" ქართველი ცენტრის საშუალო მონაგარი 17.2 ქულა და 6 მოხსნაა. იგი ორქულიანებს 77-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნიდა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 24.4 ჰქონდა. შერმადინი მიმდინარე  სეზონში პირველად გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე, ხოლო ტურის საუკეთესოს ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.


მიმდინარე სეზონის განვლილ 6 თვეში MVP-ის ტიტულები ასე გადანაწილდა: 
სექტემბერი - ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა)
ოქტომბერი - ვალტერ ტავარეში (რეალი)
ნოემბერი - ჯეისონ გრეინჯერი (ბასკონია)
დეკემბერი - ჯანან მუსა (ბრეგანი)
იანვარი - ჯეიმს ვები (მურსია)
თებერვალი - ჯანან მუსა (ბრეგანი)
მარტი - გიორგი შერმადინი (ტენერიფე)


შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მოქმედი MVP-ია. იგი გასული, 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.