„კვარას“ დაბრუნება, „სიონის“ პირველი გამარჯვება და „ტორპედოს“ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი
„კვარას“ დაბრუნება, „სიონის“ პირველი გამარჯვება და „ტორპედოს“ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშანი
03.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

შაბთ-კვირას, 2 და 3 აპრილს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2022 წლის სეზონის მე-6 ტურის თამაშები ჩატარდა. ტური, რამდენიმე მომენტით იყო გამორჩეული. პირველი, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და სადებიურო მატჩი ჩაატარა ბათუმის „დინამოს" შემადგენლობაში, ხვიჩა კვარაცხელიამ. ბოლნისის „სიონმა" მიმდინარე გათამაშებაში, პირველი შეხვედრა მოიგო. „ტოპრედოში", რომ ფინანსური სტაბილურობის გარდა, ჯერ კიდევ ვერ „დალაგდნენ", ისიც მეტყველებს, რომ საკუთარ გულშემატკივართან სიტყვიერი კამათის გამო, მინდვრიდან ქუთაისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე გააძევეს.


„ტორპედო" - „სამგურალი" 0-2


სწორედ, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული იმერული დერბით დაწყო მე-6 ტური. მასპინძლეთა შემადგენლობაში, როგორც იქნა, ითამაშა გიორგი არაბიძემ, რომელსაც ქუთაისელები დიდ იმედებს უკავშირებენ. თუმცა, იმერულ დერბიში, ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი, მასპინძელთაგან მე-10 წუთზე, გიორგი პაპუნაშვილმა შექმნა, რომლის შორი მანძილიდან დარტყმული წყალტუბოელთა მეკარემ მოიგერია. აი, დამატებაზე კი, ახვლედიანამდე გოლის გატანის კიდევ ერთი მცდელობისთვის, ბურთი აღარ მივიდა. ამის შემდეგ, სტუმრებმა ნელ-ნელა მოახერხეს ბურთის გაკონტროლებაც და ანგარიშისაც. მე-14 წუთზე, სტანდარტულიდან, გიორგი თევზაძის ჩაწოდებულს, კარგად შეუცვალა მიმართულება ომარ პატარკაციშვილმა და „სამგურალი" დააწინაურა. კარგად გამოიყენა, 36-ე წუთზე დინო ჰამზიჩის, რომელმაც წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა და ტორპედოელი მცველების შეცდომა, დავით მაისაშვილმა და ანგარიში ორამდე გაზარდა, 0-2. მეორე ტაიმში, „ტორპედომ" ბურთის ფლობის კომპონენტში, თამაში კი გამოასწორა, მაგრამ მეტი გოლი, იმერულ დერბიში აღარ გასულა, შეხვედრაც საკმაოდ კორექტული იყო, თუმცა, გიორგი ყრუაშვილს, ერთი წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა - ის, გია ცეცაძეს უჩვენა. სავარაუდოდ, სადისციპლინო კომისია, აღნიშნულ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. აქვე გეტყვით, რომ ცეცაძეს დათხოვას, „ტორპედოს" ქომაგები ითხოვდნენ, თუმცა, ბოლო გადაწყვეტილებით, მას დროს მისცეს. თუმცა, ახლა, როგორ განვითარდება მოვლენები, მალე გავიგებთ.




„დინამო" ბთ -    „თელავი" 1-0


გია გეგუჩაძემ, ხვიჩა კვარაცხელიას მთელი მეორე ტაიმი „მისცა", ის გიორგი ფანცულაიას ნაცვლად გამოვიდა. თუმცა, ქართული ფეხბურთის იმედი, ჯერ გუნდთან ადაპტაციის ეტაპს გადის. საერთოდაც, „დინამომ" ოდნავ მძიმედ ითამაშა, თუმცა, თუ „თელავთან" დაპირისპირებებს გადავხედავთ, ამ გუნდებს შორის თამაში, ტრადიციულად, თითქმის ანალოგიურ ფორმატჩში მიმდინარეობს ხოლმე.


შეხვედრაში კი, რომელშიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ბათუმელები ფლობდნენ უპირატესობას ერთადერთი გოლი, 11-მეტრიანით, 33-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაიტანა. კახელების კარში, ჯენერი ხორავამ პენალტი, ჯოვინო ფლამარიონის მოცელვის გამო დანიშნა. ბათუმის „დინამომ" მორიგი შეხვედრა მოიგო და ახლა, სატურნირო ცხრილში, 6 მატჩიდან 13 ქულით, პირველ ადგილზეა.




„დილა" - „საბურთალო" 1-0


გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „დილასა" და „საბურთალოს" შეხვედრა 1-0 მასპინძელთა სასარგებლოდ დასრულდა. პირადად ჩვენი მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები, მეორე ტაიმის მთელ რიგ მომენტებში ჯობდნენ თბილისურ გუნდს, ამ შეხვედრის ლოგიკური შედეგი უფრო, ფრე იქნებოდა. თუმცა, შეხვედრის, მე-80 წუთზე პაატა ღუდუშაურის გოლმა, "დილას" მორიგი 3 ქულა მოუტანა.


მატჩის სრული ფოტო-ალბომი




„დინამო თბილისი" - „ლოკომოტივი" 2-1


„ლოკომოტივმა" თბილისურ დერბიში, „დინამო არენაზე" კვლავ ვერ მოახერხა ქულის აღება. თუმცა, გოლი 42-ე წუთზე ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, ბექა ბუიღლიშვილმა გაიტანა. ეს, მისი სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში.  სხვათა შორის, ამ შეხვედრაში პირველ გოლიც, რომელიც „ლოკომოტივის" კარში გავიდა, დარცმელიას გვარი ფიგურირებს. სწორედ, მისი გადაცემა ჩაჭრეს დინამოელებმა 28-ე წუთზე და კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რომელიც გოლით დმიტრი ანტილევსკიმ დაასრულა. საყაიმო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში მასპინძლები სრულად დაეუფლნენ უპირატესობას. 65-ე წუთზე კი, ამჯერად ანტილევსკის ფლანგზე კარგი თამაშის შემდეგ, ყოფილი გუნდის კარში, გოლი თორნიკე კირკიტაძემ გადააგზავნა.  ახლა, „დინამო თბილისს", რომელიც მესამე საფეხურზეა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან" 4 ქულა და 2 გამოტოვებული ტური აშორებს. თუმცა, ამ ორი მატჩიდან, ერთ-ერთი, ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე მყოფ გორის „დილასთან" აქვს გასამართი.




„სიონი" - „გაგრა" 2-1


ამ ტურში, ბოლნისის „სიონმა" საკუთარ მოედანზე, პირველი 3 ქულის აღება მოახერხა. მეტ-ნაკლებად თანაბარ პირველ ტაიმში, ანგარიში, მე-13 წუთზე, ბოლნისელთა რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ გაიხსნა. გოლი, ნიკა ხორხელმა გაიტანა. ზუსტად 5 წუთში, ბოლნისელთა მხრიდან ხელით თამაშის გამო, გოგა კიკაჩეიშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა, თუმცა, ვასილ ხოსიტაშვილმა ის გააცუდა. 38-ე წუთზე, მათე კვირკვიას ეფექტურ თამაშსსა და ზუსტ გადაცემას, გამოცდილი მათე ვაწაძის გოლი მოჰყვა. „გაგრამ" ანგარიში გაათანაბრდა 1-1 და ალბათ, რომ არა, პირველი ტაიმის მიწურულს გაძევებული გაგრელთა კაპიტანი, მეორე ტაიმში, „სიონს" ძალზედ გაუჭირდებოდა. „გაგრამ", 86-ე წუათამდე, 10 კაცის შემადგენლობით მოახერხა კარის შენახვა, ერთ მომენტში ნიკა ჭანტურიამ ისხნა გუნდი, ძირითადად კი, გაგრელთა მეკარის, ბექა ქურდაძის თამაშია გამოსარჩევი. მატჩის მიწურულს კი, „სიონმა" 11-მეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა და გიორგი კორიფაძე, აქ ზუსტი იყო. „გაგრელებს" კი, ქულის გადასარჩენად, დრო აღარ ეყოთ.



სატურნირო ცხრილი

თამაშების კალენდარი



სტატიაში გამოყენებულია „დინამო" ბათუმის, „სამგურალის" „დინამო თბილისისა"-ისა და „სიონის" ფოტოები