
დღეს, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ" ულებ-ის ევროთასის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვერდა გამართა, ფრანგული „ბურჟის" წინააღმდეგ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 17:34 წუთი დაჰყო და მხოლოდ, 2 ქულა აიღო, თუმცა, რამდენიმე შედეგიანი, თანაც ჰაილაითებში შესული გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება „ვირტუსს", მათ პირველი მეოთხედი 23-20, მეორე 24-17 და შესაბამისად, პირველი ტაიმი 47-37 წააგეს. თუმცა, შეხვედრის დასკვნითი, მეორე ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და მესამე მეოთხედში, ათი ქულაც ამოიღეს და 19 ქულითაც წინ გაჭრა მოახერხეს. ბოლო მეოთხედის წინ, „ვირტუსი" უკვე 9 ქულით იგებდა, 55-64. შეხვედრის ამ ნაწილში, იტალიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. მეოთხე მეოთხედი, 13-26, შეხვედრა კი, 22 ქულის სხვაობით, 68-90 მოიგეს.
ახლა, ევროთასის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე, თორნიკე შენგელიას „ვირტუსი", 18 თამაშის შემდეგ, B ჯგუფში მე-3 პოზიციაზეა და ჯგუფის დანარჩენი მატჩების დასრულებას ელოდება, რომლებიც ხვალ გაიმართება. ყველაზე „ცუდი", „ვირტუსმა" რეგულარული ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულოს. ამ შემთხვევაში, თოკოს გუნდი, 1/8 ფინალის ფლეი-ოფში, A ჯგუფში, მე-5 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.
ორივე ჯგუფის სატურნირო ცხრილი






ჩვენ








