
7 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2022 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას შვედეთი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარცევ ციკლში, გუნდები ერთმანეთს, 2021 წლის, 21 სექტემბერს გასვლაზე 4-0 წავაგეთ.
„საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს და მთლიანად გუნდს, კარგად აქვს გათავისებული თუ, რა რთული თამაში გველის. ჩვენს კედლებში ვთამაშობთ, ჩვენს მიწაზე ვთამაშობთ და ამ მხრივ, უფრო მეტი მოტივაცია გვაქვს. უფრო მეტი შემართება გვმართებს. ვეცდებით, რომ ღირსეულ მეტოქეს, ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. მოწინააღმდეგე კი, ძალიან ძლიერია და ჩვენ, მეორე ნომრად ავირჩევთ თამაშს და ჩვენ ქმედებებს, კონტრშეტევებზე ავაგებთ. მონდომებას და ბრძოლას არ დავაკლებთ", - ამბობს გოირგი ჩხაიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრებმა, უახლოესი ორი შეხვედრისთვის საწვრთნელი შეკრება, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და ტექნიკურ ცენტრ ბასაზე დაიწყო. ხვალ გუნდი გორში ივარჯიშებს. გიორგი ჩხაიძის შემადგენლობაში, 23 ფეხბურთელია. კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რეგულაციების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის აპრილის სანაკრებო ფანჯრისთვის, ლეგიონერების მაქსიმალურად ჩამოყვანა მოახერხა. ამჟამად, გუნდთან ერთად ვარჯიშობენ:

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი, საქართველო), სვეტლანა გაბელაია (ნიკე, თბილისი, საქართველო)
მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (ამორა, პორტუგალია), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი, საქართველო), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (სივასპორი, სივასი, თურქეთი)
ნახევარდაცვისა/თავდასხმის ხაზის მოთამაშეები: ნინო პასიკაშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), მეგი ეჯიბია (სივასპორი, სივასი, თურქეთი), სოფო ნარსია (ლანჩხუთი, საქართველო), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი, საქართველო), ანა წულაია (კოლხეთი, ხობი, საქართველო), მეგი გოცირიძე (ლანჩხუთი, საქართველო), ნინო ჩანგელია (დინამო, სოხუმი, საქართველო), ნათია დანელია (სოგდიანა, ჯიზახი, უზბეკეთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი, საქართველო), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი, საქართველო), ანა ჩემინავა (ფომგეთ გენჩლიკი, ანკარა, თურქეთი), ტატიანა მატვეევა (კრივბასი, კრივოი როგი, უკრაინა), გვანცა დოლიძე (კვარტალი, თბილისი, საქართველო), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი, საქართველო), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი, საქართველო)
სხვათა შორის, ქალთა ნაკრებში ერთი სასიამოვნო ცვლილებაა სამწვრთნელო შტაბშიც. გუნდის მეკარეებს ამ თამაშებისთვის, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეკარე, „დინამო თბილისისა" და საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე, აკაკი დევაძე წვრთნის.

აპრილის ფანჯარაში კი, ჩვენი გუნდი, ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს 7 აპრილს, როგორც გითხარით გორში, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. 12 აპრილს კი, ჩვენი გუნდი ფინეთში, გასვლით შეხვედრას გამართავს.
სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








