
გია ცეცაძე „ტორპედოში" რჩება. ქუთაისის „ტორპედოს" მთავარი მწვრთნელობიდან მისი გადადგომის შესახებ, კლუბის ხელმძღვანელობაში განცხადება 4 აპრილს შევიდა. მაშინ, კლუბის ხელმძღვანელობამ, საკითხის შესასწავლად და გასაანალიზებლად დრო ითხოვა. მოგვიანებით კი, ცეცაძეს, განცხადება არ დაუკმაყოფილა. ამის თაობაზე, „ტორპედოში" გამართულ საგანგებო პრესკონფერეციაზე, კლუბის პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ ისაუბრა.
„რა არ არის მისაღები, ეს ვნახეთ ჩვენ, ბოლო თამაშის დროს. არა მხოლოდ, ბოლო თამაშის დროს. არის რაღაც ნიუანსები, რაშიც ჩვენ გარკვევა გვჭირდება. იმიტომ, რომ არ გვიხარია ნამდვილად, როდესაც სტადიონზე ბევრი ქალბატონია, ბავშვებია, ისმის გინება, ვის მხრიდანაც და ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ, ამას ვემიჯნებით. ვგმობთ და ვაცხადებთ, რომ ეს, არის მიუღებელი", - ამბობს კერესელიძე და შემდეგ, განმარტავს, რომ სიძულვილის ენა არ არის ის, რაც ქუთაისს აერთიანებსო.
იმის ფონზე, რომ მთავარი იმერული კლუბი, დღეს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურებზეა, არადა, გუნდში, სხვადასხვა წლებში, ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ყველაზე სახელოვანი ფეხბურთელები არიან, „ტორპედოს" ხელმძრვანელობა, ქომაგთა სექტორს, მეტი გაგებისკენ, ზრდილობისკენ და წესრიგისკენ მოუწოდებს. საუბროს საქნციებზე, რომელიც სწორედ, ქომაგთა გამო, კლუბს ფინანურად ზიანს აყენებს.

სამაგალითო, კულტურული და სპორტულ შედეგზე ორიენტირებული „ტორპედოს" მშენებლობაში, სადაც ადამიანებს არ დაამცირებენ, კლუბის ხელმძღვანელობა, ქომაგებისგან მიიღებს წაგებული თამაშის შემდეგ დაკრულ ტაშსაც და იმ „სიჩუმესაც", რომელიც ქომაგთა მხრიდან უკმაყოფილების გამომხატველი იქნება, მაგრამ არა გინებას და შეურაცხყოფას. იმერული კლუბის ამჟამინდელ მმართველ გუნდს სურვილი აქვს, მალე, ქუთაისის „ტორპედო" საერთაშორისო სტანდარტების გუნდად ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება ცეცაძეს...
„მისი საქციელი გულდასწყვეტია გულშემატკივრის მიმართ. ასევე, მის მიმართ გამოხატული მტრული დამოკიდებულება რაც ვიგრძენით... ყველანაირად ვიზიარებთ თქვენს გულისწყრომას. მეც მტკივა, უბრალოდ, გადაწყვეტილებებს აქვს თავის ფორმა და დრო", - ასე ხსნის კერესელიძე, მმართველი გუნდის უარს, მთავარი მწვრთნელის თხოვნაზე, გადადგომის შესახებ.
ამასთან, ბოლო დროს, „ტორპედოში", ქომაგებთან მოხშირებული შეხვედრებისას კლუბის მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა „ტორპედომ" და მისმა გულშემატკივარმა, ისტორიული კლუბის სპორტული შედეგით იამაყოს.

უახლოესი მატჩი ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში, ქუთაისის „ტორპედოს" დღეს, „ლოკომოტივის" წინააღმდეგ აქვს. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება. გუნდს დიდი ალბათობით, გია ცეცაძე ვერ გამოუძღვება, რადგან წინა ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო, მას მინიმუმ, ტრიბუნაზე ყოფნა მოუწევს.
ფოტო: (c) ტორპედო





ჩვენ








