
საკალათბურთო კლუბი „ბათუმი" 3000 ლარით და 2 თამაშის უმაყურებლოდ ჩატარების სანქციით დაისაჯა. ასეთი გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის სხდომაზე მიიღეს. სტკ-ში 25 მარტს, სუპერლიგის კალენდარული მატჩის მსვლელობისას მომხდარი დარღვევების გამო, უწყებას „ბათუმი"-თბილისის „დინამოს" მატჩის მთავარმა არბიტრმა გიორგი ბერეკაშვილმა და კომისარმა გია სანაძემ მიმართეს.
სტკ-ზე გაკეთებული ამ განცხადების გარდა, ვიდეო-ჩანაწარიც იყო წარმოდგენილი, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამაშის მესამე მეოთხედში, მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა ბათუმელმა გულშემატკივარმა. შემოვიდა სათამაშო მოედანზე და ფიზიკურად შეეხო მსაჯს. გულშემატკივარი, დაცვამ კი გაიყვანა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ის, კიდევ სამჯერ დაბრუნდა დარბაზში და სათამაშო მოედანზე თამაშისთვის ხელის შეშლის მიზნით.
სტკ-მა აჭარული კლუბის ხელმძღვანელობას დაავალა, ინციდენტში მონაწილე აღნიშნული პიროვნების ვიანაობა დადგინოს და „თუ დადგინდა მისი შემხებლობა რამენაირად საკალათბურთო საქმიანობასთან, მკაცრად დასაჯონ და აუცილებლად აცნობონ სადისციპლინო-ტექნიკურ კომისიას, რათა მანაც გამოიყენოს საკუთარი სანქციები", ნათქვამია სტკს- ოქმში.
შეგახსენებთ, 25 მარტს, ბათუმში სუპერლიგის რიგით კალენდარულ მატჩში, „ბათუმი", თბილისის „დინამოს" შეხვდა და ანგარიშით 80-83 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მატჩის განმავლობაში საერთო ანგარიშში წინ იყვნენ. თუმცა, ოთხიდან, მხოლოდ 3 მეოთხედის მოგება შესძლეს. 15-19 / 21-27/ 26-18 / 18-19 ასეთი შედეგი დაფიქსირდა პერიოდების მიხედვით და როგორც ხედავთ, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონისთვის, რომელსაც მიმდინარე პირველობაზე, ყველა ქულისთვის სერიოზული ბრძოლა სჭირდება, ამ შეხვედრაშიც გარდამტეხი მომენტი მე-3 მეოთხედის მიწურულს დადგა. დასკვნითი მეოთხედის წინ, ბათუმელებმა პერიოდის მოგება მოახერხეს და საერთო ჯამში, პირველი ტაიმის შემდეგ 10-ქულიანი სხვაობა მინიმუმამდე, 2 ქულამდე დაიყვანეს 62-64.
შეხვედრის დამთავრებამდე 8 წამით ადრე მატჩი რამდენჯერმე შეჩერდა და საერთო ჯამში თითქმის 10 წუთამდე, განსაკთრებით მატჩს ბოლო 2 წამი გაიწელა. საბოლოოდ, შეხვდრის დასრულება მოხერხდა და ის დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა.
სტკ-ს მიერ გამოტანილი სანქციის მიხედვით, „ბათუმს" ორიდან, პირველი თამაში, რომელის ჩატარებაც მაყურებლის გარეშე მოუწევს, ხვალ, 29 მარტს, „ქუთაისის" წინააღმდეგ გაიმართება. 5 აპრილს, კი „ბათუმი" არანაკლებ მნიშვნელოვან მატჩში „კაკტუსთან"კვლავ მაყურებლის გარეშე ითამაშებს.






ჩვენ








