მარცხი, საიდანაც უნდა ვისწვლოთ ფეხბურთელებმაც, მედიამაც და გულშემატკივარმაც...
მარცხი, საიდანაც უნდა ვისწვლოთ ფეხბურთელებმაც, მედიამაც და გულშემატკივარმაც...
07.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელი, წარუმატებლად დაიწყო. ჩვენი გუნდი, დღეს, გორში, მსოფლიოს ნომერ მეორე და ევროპის საუკეთესო ნაკრებს შვედეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა, დიდი ანგარიშით 0-15. თითქოს, მეტოქის სიძლიერე არ იყო საკმარისი, მომენტში, როდესაც გოგონები გასახურებლად გამოვიდნენ გაწვიმდა და მატჩის ბოლომდე გადაუღებლად წვიმდა... ამ წვიმას, გორში, ქარიც, რომ ახლდა, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს იყო, კიდევ ერთი ხელისშემშლელი გარემოება, სკანდინავიელთათვის კი, თითქმის მათი ამინდი. თუმცა, სპორტული შედეგი, ამინდით არ განისაზღვრება და საქართველოს ქალთა ეროვნულს, მარცხის მიუხედავად, თამაშის ზუსტი ანალიზი სჭირდება ახლა. ამასთან, ჩემი პირადი მოსაზრებით, სამომავლოდ, ცოტა ფსიქოლოგიური (უძლიერესი ნაკრების კომპლექსი), ბარიერების გადასალახადაც გვჭირდება კონცენტრაცია.

შეხვედრა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სტუმრების სრული უპირატესობით წარიმართა. სწრაფმა გოლმა, კი, რომელიც ჩვენს კარში, მე-3 წუთზე გავიდა, საქართველოს ნაკრების გეგმები, თავიდან ბოლომდე ამოაყირავა. რეალურად, საქართველოს ნაკრები, ჩვენი გუნდის საჯარიმო მოედანში „დაბანაკდა", შვედები კი, კარისკენ დარტყმის არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებდნენ. გოლების უმეტესობაც, კარგად გათამაშებული სტანდარტულებიდან გავიდა. მატჩის ბედიც, პირველ ტაიმშივე გადაწყდა  (თამაშის სტატისტიკა)




„ვწუხვართ, ასეთ ანგარიშს არ ველოდით. განსაკუთრებით საკუთარ ქვეყანაში, ორმაგად გულდასაწყვეტია. გვსურდა, იმაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება, ვიდრე შვედეთში იყო (ის თამაში, საქართველოს ნაკრებმა 4-0 წააგო - სარედაქციო მინიშნება), როცა მსოფლიოს ნომერ მეორე ნაკრებს და ტოპ კლუბების მოთამაშეებს ეთამაშები, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ.  სტანდარტულების 100 პროცენტით გამოყენება შეუძლიათ და, სამწუხაროდ, ჩვენ ამასთან გამკლავება ვერ შევძელით. ამ ანგარიშის შემდეგ, ფინეთის ნაკრებისთვის კონცენტრაციის მოკრება რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. წნეხი უნდა დავძლიოთ და უკეთესი თამაშისთვის მოვემზადოთ", - ამბობს ნინო პასიკაშვილი, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი.




„ბარსელონა", „მანჩესტერ სითი", „ევერტონი", „იუვენტუსი", „რეალ მადრიდი" - ეს იმ ქალთა კლუბების ჩამონათვალია, რომელთა სახელებიც საქართველოში გსმენიათ მაინც (თუნდაც მამაკაცთა გუნდების), ასე თუ ისე იცით, რას წარმოადგენენ და რომლის მხოლოდ, ქალთა გუნდების მოთამაშეებითაც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე იყო დაკომპლექტებული შვედეთის ნაკრები. შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩზე, „ბარსელონასა" და „რეალს" შორის 91,553  გულშემატკივარი დაესწრო, რაც ქალთა საფეხბურთო მატჩებზე დასწრების ახალი რეკორდია. კოვიდს, თავი დავანებოთ და ბოლოს, აბა გავიხსენოთ, ქალთა არა, ვაჟთა თამაშებზე როდის იყო ასე სავსე სტადიონები?




ევროპაში, ქალთა ფეხბურთში, ახლა გაქანებული სეზონებია... საქართველოში, ქალთა ლიგა, სწორედ აქ მოთამაშე ფეხბურთელები არიან, ნაკრების ბირთვი, მხოლოდ 31 აპრილიდან განახლდება. ეროვნულ ნაკრებს, ოფიციალურ თამაშამდე, ჰქონდა ამხანაგური შეხვედრა დაგეგმილი, თუმცა, ის, კორონას შიშით მოწინააღმდეგენ გაგვიუქმა... ბუნებრივია, აქ, არ ვცდილობ, შვედებთან, მსოფლიოს შესარჩევ ჯგუფში, წაგებული თამაშის გამართლებას. უბრალოდ, ვცდილობ, გიჩვენოთ სხვაობა, იმ ორ რეალობას შორის, რომელშიც საქართველოს და შვედეთის ქალთა ნაკრებებს უწევთ ცხოვრება. ამასთან შეგახსენებთ, რომ შვედეთში, ოფიციალურად 56,000 პროფესიონალი ქალი ფეხბურთელია რეგისტრირებული, სამოყვარულო დონეზე კი, საერთო ჯამში 150,000 ქალი თამაშობს ფეხბურთს. ჩვენი მეტოქის ქვეყანაში, ქალთა ფეხბურთი, მარტივად - ცხოვრების წესია...


აქვე გთავაზობთ, მიმდინარე მსოფლიოს შესარჩევის რამდენიმე ტურის ანგარიშებს, უბრალოდ, ხაზის გასავლებად და სანახავად, რომ 15 გოლზე მეტიც გადის, ქალთა თამაშებში, რომელიც ვაჟთა მატჩებისგან ბევრი რამით განსხვავდება...




და ბოლოს, როდესაც უეფა-მ მამაკაცთა შორის, ერთა ლიგის გათამაშება დაიწყო, საქართველოში, ქილიკი დაიწყეს - ვიღაცეებს „უტყდებოდათ" ასეთ ტურნირში, მათი გუნდის ხილვა. პირადად ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ტურნირები არის ის შანსი, საიდანაც „დაწყება" არის შესაძლებელი. ამიტომ, არ იქნება ურიგო, თუ ქალთა ფეხბურთში, რომელიც რამდენიმე გამონაკლისი სახელმწიფოს გარდა, ახლა იკიდებს ფეხს, უეფა-ს ერთა ლიგის მსგავსი ტურნირი დაიწყება (გოგონათა ასაკობრივებში კი არის, მაგრამ...)... სხვა შემთხვევაში, ის ნაკრებები, რომლებიც წლებია ტოპ გუნდების რიგებში შედიან და 100-150 ათასი ფეხბურთელი გოგონა ჰყავთ ქვეყნებში, მინიმუმ რეგისტირებული (ჩვენთან 1000 ან ცოტა მეტია), ყოველთვის ასეთი, თუ უფრო მეტი ანგარიშით არა, მოუგებენ, ქალთა ფეხბურთში, ახალფეხადგმულ გუნდებს.  შესაბამისად, ვერც ძველები და ვერც ახლები ვერ განვითარდებიან. ე.წ. ახალი გუნდებს, ყოველთვის ექნებათ კომპლექსი, რომელიც, მატჩის დაწყებამდე, ამ გუნდებს, მარცხისთვის განწირავს. ასე, რომ ალბათ, რაღაც გამოსავალის მოძებნა, უეფა-სა და ფიფა-ს აუცილებლად მოუწევთ. მანამდე, კი, ზედმეტი ქილიკის გარეშე, უბრალოდ მივიღოთ მარცხი, ვეცადოთ სწორ ანალიზს და ვითარების გამოსწორებას.


მატჩის სრული ალბომი

ქალთა საკლუბო რეიტინგი

ქალთა სანაკრებო რეიტინგი