
ჰელსინკის საფეხბურთო სტადიონზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის, A ჯგუფის ბოლო გასვლითი მატჩი გამართა. გიორგი ჩხაიძის გუნდი ამჯერად, ფინეთის ქალთა ნაკრებს დაუპირისპირდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა თბილისში, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 0-3 დავმარცხდით, შედარებით თანაბრად წარიმართა, ჰელსინკში, ქართულ გუნდში, რევანშის აღების სურვილი და საბრძოლო განწყობა იყო. თუმცა, საქართველოს ნაკრებს, ისიც კარგად ესმოდა, რომ ამ მატჩიც, მეორე ნომრად უწევდა თამაში. ამას გარდა, ჩვენების „ზურგზე" შვედებთან განცდილი მარცხის სიმძიმე ჯერ ისევ იყო.
გიორგი ჩხაიძემ, რამდენიმე დღის წინ, გორში გამართული მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად, სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება გააკეთა. მაგალითად, კარის დაცვა, თეონა სუხაშვილს მიანდო, ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ნინო პასიკაშვილმა, გვანცა ქადაგიშვილმა და ირინა ხაბურძანიამ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: თეონა სუხაშვილი, მარიამ კალანდაძე (66' სოფიკო ნარსია), თამარ ტატუაშვილი, ნინო სუთიძე, გვანცა ქადაგიშვილი (46' მეგი ეჯიბია), ნათია დანელია, ნინო პასიკაშვილი (82' თამარ ქველიძე), ტატა მატვეევა (77' ლელა ჭიჭინაძე), ანა ჩემინავა, ირინა ხაბურძანია, ხატია ჭყონია.
დაარტყეს ჩვენი კარის მიმართულებით, პირველ ტაიმში, სულ 15-ჯერ და ანგარიშიც მხოლოდ 24-ე წუთზე, ფლანგიდან სწრაფი კომბინაციის შემდეგ გახსნეს. თუმცა, მანამდე თეონა სუხაშვილის ანგარიშზე უკვე, 4 „სეივი" იყო. მეორე გოლი, მასპინძლებმა 35-ე წუთზე, 11-მეტრიანით გაგვიტანეს. პენალტი,ირინა ხაბურძანიამ „აიკიდა". კიდევ ერთი გოლი, 39-ე წუთზე მივიღეთ. თუმცა, მანამდე, ხატია ჭყონიას ჰქონდა ფინელთა კარის შეტევის მცდელობა, მაგრამ თამაშგარეში აღმოჩნდა. მანვე, ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე პირველად და შეხვედრაში ერთხე, ჩვენი გუნდიდან, მოახერხა კარის ჩარჩოში დაერტყა.
კიდევ ერთი გოლი, ფინეთს 55-ე წუთზე ჩაეთვალა - ამჯერად, სტანდარტულის შემდეგ, საკუთარ კარში, მარიამ კალანდაძემ ჩაჭრა. 65-ე წუთზე ეველინა ანა მარია სუმანენმა კი, დუბლიც გაფორმა, მორიგი კუთხურის შემდეგ. ამას, კიდევ ერთი გოლი მოჰყვა კვლავ კუთხურიდან. ამჯერად, 73-ე წუთზე გაგვიტანეს. საერთო ჯამში, ფინელებმა, ამ შეხევდრაში 8-ჯერ ჩააწოდეს, ჩვენ არცერთჯერ. ჩვენს კარში გასული 6 გოლიდან, ოთხი სტანდარტულის შემდეგ გავიდა. ამ შეხვედრაში, ფინელებმა საქართველოს კარის მიმართულები 36-ჯერ დაარტყეს, აქედან კარის ჩაროში 12-ჯერ და თუ არ ჩავთვლით, 11-მეტრიანსა და ავტოგოლს, თეონა სუხაშვილს 8 ბურთი აქვს გადარჩენილი.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უხეში თამაში იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმი და ამას, უეფა-ს პირდაპირი ტექსტური ტრანსლიაციაც მეტყველებს, ესტონელმა მსაჯებმა, ყვითელი ბარათები, 3-ჯერ, მხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვის გაიმეტეს. აი, მატჩის მიწურულს, ხატია ჭყონიას მიმართ, რამდნჯერმე უხეში დარღვევისთვის კი, მასპინძლებს, „გაუტარეს".
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯგუფში, მორიგი შეხვედრა წააგო, 6-0 და შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, 0 ქულით, ბოლო ადგილზეა. ბოლო ორ შეხვედრას, ჩვენი გუნდი საქართველოში გამართავს. 27 ივნისს, ირლანდიას დაუპირისპირდება, 1 სექტემბერს კი, სლოვაკეთს.
არქივის ფოტო





ჩვენ








