
ვიდრე საქართველოს 21-წლამდე ნაკრები უეფა-ს ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადება, გუნდის სამწვრთნელი შტაბი კი, სისტემატურად აკვირდება, ნაკრების პოტენციური კონტინგენტის საკლუბო თამაშებსა თუ, საწვრთნელ პროცესებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, აღნიშნული ჩემპიონატის სათანადოდ ჩასატარებლად, ერთ-ერთი აუცილებელი რგოლის, სტიუარდების მიღება დაწიყო.

აღნიშნულის შესახებ, სფფ-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს, განცხადება გამოაქვეყნა:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში უმასპინძლებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ თავისუფალი გრაფიკით, მიიღონ დამატებით შემოსავალი და უშუალო მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში.
ევროპის ჩემპიონატამდე, რომელსაც 2023 წლის ზაფხულში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს, სტიუარდები პრაქტიკას, როგორც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს მასშტაბით გასამართ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მატჩებზე მიიღებენ.


სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, 31 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: steward@gff.ge CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.
გასაუბრების და ორდღიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერთიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საქართველოს 4 სტადიონი, უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ წელს, საქართველო, ტურნირის, რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, აღნიშნულ ტურნირზე ავტომატურად იასპარეზებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფინალური მატჩი, ბათუმში ჩატარდება.
ასევე იხილეთ: საქართველო 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს
ჩვენი გუნდის წევრის, თათია ნაჭყებიას ფოტო-არქივი





ჩვენ








