
თორნიკე შენგელიას იტალიურმა „ვირტუს ბოლონიამ", ქვეყნის ჩემპიონატში, დაძაბული და პრინციპული შეხვედრა „ტრენტოსთან", ოვერტაიმში 95-88 მოიგო და სატურნირო ცხრილში, პირველი ადგილი შეინარჩუნა. სერია A-ს მორიგ კალენდარულ მატჩში, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, პარკეტზე ზუსტად 28 წუთი დაჰყო და ბოლონიელთა შორის, ყველაზე შედეგიანი იყო. თოკომ, 19 ქულა, 11 მოხსა (3 შეტევაში და 8 დაცვაში) და 5 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. კიდევ თუ, განვავრცობთ სტატისტიკას, ჩვენებურმა 10-დან შვიდჯერ ზუსტად ისროლა ორქულიანი. ორი მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოათავსა კალათში 3 ქულა.
„ვირტუსიდან", გარდა იმისა, რომ შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო, ის ერთადერთი აღმოჩნდა გუნდში, ვისაც ორმაგი დუბლი ჰქონდა ამ მატჩის შემდეგ, რომელშიც, თოკომ, სასტარტო ხუთეულიდან დაწიყო თამაში. პერიოდების მიხედვით მატჩი, საკმაოდ საინტერესოდ, გარდამავალი უპირატესობით და დაძაბულად წარიმართა. ანგარიში, მასპინძლებმა, ბოლონიელებმა წაიყვანეს და პირველ მეოთხედში სოლიდურადაც დაწინაურდნენ 21-11. მომდევნოში, „ტრენტომ", პირველ რიგში, საკუთარ თავს და ემოციებს აჯობა, თუმცა, მეოთხედი მაინც, 2 ქულით, 26-24 წააგო და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ჩამორჩენი (47-35) გავიდა. შედარებით გააკონტროლა ვითარება „ვირტუსმა" მესამე მეოთხედში, რომელიც 23-27 დათმო და ბოლო, გადამწყვეტი მეოთხედის წინ, პლიუსში, მხოლოდ 7 ქულაღა ჰქოდა. თუმცა ეს, გუნდის თამაშსაც დაეტყო. „ვირტუსმა" შეცდომებს უმატა, „ტრენტომ" კი, ბოლო მეოთხედი მოიგო 12-20, მატჩის ძირითად დროში საყაიმო ანგარიში 82-82 დააფიქსირა და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა. აქ, ბოლონიელებმა შეძლეს კონცენტრაცია და მონაკვეთი 13-6 მოიგეს.
შესაბამისად, „ვირტუსმა" იტალიის ჩემპიონატში მორიგი, ზედიზედ მეთორმეტე მატჩი მოიგო. რაც შეეხევა თოკოს, ბოლონიელთა ერთ-ერთმა „ჯოკერმა", ეფექტიანობის კოეფიციენტის მაჩვენებლის 26-ის წყალობით, მატჩის MVP-ის წოდება დაიმსახურა. შენგელიას გუნდი, ახლა 25 თამაშის შემდეგ, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ სატურნირო ცხრილის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი, თორნიკე შენგელიას გუნდი, 16 აპრილს გამართავს.
ფოტო: @Virtus Segafredo Bologna





ჩვენ








