„ტორპედო“ მესამე თამაშია არ აგებს, „დინამო თბილისი“ მეორე მატჩია ქულებს კარგავს
„ტორპედო“ მესამე თამაშია არ აგებს, „დინამო თბილისი“ მეორე მატჩია ქულებს კარგავს
14.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, მე-5 ტურის სამი გადადებული შეხვედრა ჩატარდა. „დინამო თბილისს", ჰქონდა კარგი შასნი გადაესწრო „დილასთვის" და დასწეოდა ბათუმის „დინამოს", თუმცა, თბილისელებმა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. იმედია, სეზონის საწყის ეტაპზე დაკარგული ქულები, კახა ცხადაძის გუნდს, სეზონის ბოლოს არ დაეწევა.

„სამგურალი" - „გაგრა" 1-1


ტური კი, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, წყალტუბოს „სამგურალისა" და „გაგრას" დაპირისპირებით დაიწყო. წყალტუბოელებმა, რომლებიც ამ მატჩამდე, სატუნირო ცხრილის მეექვსე საფეხურზე იყვნენ, მეორე იმერული კლუბისგან, „ტორპედოსგან" გაქცევა, დიდად ვერ მოახერხეს. გიორგი მიქაძის გუნდმა,  „გაგრასთან", რომელსაც ბოლო ტურებში დისციპლინარული სანქციების გამო არსებული დანაკლისის გათვალისწინებით, არ ჰყავდა ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა, თუმცა, ამ დღეს ძირითადში ჰყვადა სოლომონ კვერკველია, მხოლოდ ქულის აღება მოახერხა. ამასთან, მიქაძე, 29-ე წუთზე, იძულებული გახდა, „სამგურალის" ძირითადი მეკარე, ლევან შოვნაძე შეეცვალა და კარში, მაქსიმე ქვილითაია დააყენა, რომელიც წელს, სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. არადა, 2021 წლის სეზონზე, „სამგურალის" ბევრი წარმატებული თამაში, სწორედ, ამ მეკარის სახელს უკავშირდება. ასეა თუ ისე, ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის მე-19 წუთზე დემურ ჩიხლაძის გოლით გახსნეს. „გაგრამ" გოლი, მეორე ტაიმის სტარტზევე, 11-მეტრიანით გაათანაბრდა. პენალტი, მათე ვაწაძემ გაიტანა. ეს, გამოცდილი ვაწაძის მე-4 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში.


„თელავი" - „ტორპედო"  0-0


მართალია, მხოლოდ 1 ქულა აიღეს, მაგრამ წაუგებელი მატჩების ციკლს აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო", რომელსაც მცირეხნიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე დაუბრუნდა. შეხვედრა, თანაბარი და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. თუმცა, ძირითადად, დინო ჰამზიჩს უწევდა ტორპედოელთა ხსნა. ბოსნიელს, განსაკუთრებით გარჯა 84-ე წუთზე მოუხდა, როდესაც, ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო ბიძინა მახარობლიძეს. რამდენიმე წუთში, უკვე თელაველთა მეკარეს, ლუკა სანიკიძეს მუხდა თავის გამოჩენა. მან, განსაკუთრებით შეხვედრის მიწურულს გააქტიურებული თორნიკე ახვლედიანის უძლიერესი დარტყმული მოიგერია 89-ე წუთზე. სხვათა შორის, შეუცვლელად და სტაბილურად ათამაშდა გიორგი პაპუნაშვილიც, რომელსაც „ტორპედოში" მისვლამდე, აშკარად აკლდა სათამაშო პრაქტიკა.


„საბურთალო" - „დინამო თბილისი" 1-1


„საბურთალომ", როგორც იქნა, ნავსი გატეხა და ეროვნული ლიგის ბოლო სამ სეზონში, „დინამო თბილისის" 7-მატჩიანი 3-ქულიანი სერია შეწყვიტა. თანაც, ეს მიმდინარე სეზონში, „საბურთალოში" გადაბარგებული ბაქარ ქარდავას გოლით მოახერხა. ალბათ, აღსანიშნავია, რომ გოლამდე, ქარდავამ, პრიეტოს შორი მანძილიდან დაურტყა, თუმცა, ესპანელმა, ყოფილი თანაგუნდელის დარტმული კუთხურზე მოიგერია. აი, კუთხურიდან კი, ქარდავამ შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, „დინამოში" ყოფნისას დამუშავებული სტანდარტული კარგად გაიხსენა და ბურთი, უპრობლემოდ გადაუშვა ყოფილი გუნდის კარში. ალაბთ, უნდა აღინიშნოს, რომ „დინამო თბილისს", ამ შეხვედრის მსვლელობის დროს, ორი იძულებითი ცვლილება მოუხდა. იმასაც, თუ გავთვლით, რომ გუნდს, რამდენიმე მოთამაშე სხვადსხვა მიზეზით აკლდა, კახა ცხადაძეს, დიდი არჩევანის საშუალებაც აღარ ჰქონდა.


საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ ლევან კორღალიძის გუნდმა, შესძლო, სტუმრები საკუთარ თამაშში ჩაეთრია. „საბურთალო" ახერხებდა თავი კარგად დაეცვა და ყოფილიყო მობილური.  „დინამო თბილისი" კი, გვარიანად იკბინებოდა. მაგალითად, 57-ე წუთზე, ანრი მექვაბიშვილის გადაცემის შემდეგ, შანსი გაუშვა კამარამ. დაახლოებით, 66-ე წუთიდან, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა მოახერხა ბურთის დაჭერა, თუმცა, ხეირიანს, კართან ვერაფერს ქმნიდა. დიდად, არც საბურთალოელები აწუხებდნენ პრიეტოს. გოლი კი, „საბურთალომ" მესამე დამატებულ წუთზე გაუშვა. აქ, უკვე, დინამოელებმა მოახერხეს, „საბურთალოს" რიგებში, შეცვლაზე შემოსული ყოფილი გუნდელის „დაჭერა" და მისი ფლანგიდან, საგოლე გადაცემა გააკეთეს, რომელიც გიორგი გაბედავას არ გასჭირვებია გოლად გარდაესახა.



სატურნირო ცხრილი

თამაშების კალენდარი



"დინამო თბილისის" ფოტო