სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულია
სოხუმის „დინამო“ ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულია
15.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ქალთა საფეხბურთო კლუბი სოხუმის „დინამო" 2022 წლის სეზონზე, ქალთა ლიგაში დაბრუნდა. შეცვლილი ფორმატის გამო, სოხუმელებს ერთი წლით, ქვედა ლიგაში ასპარეზობა მოუხდათ. თუმცა, გუნდმა მოახერხა სეზონის ერთ ამოსუნთქვაზე ჩატარება და  ქულების მასიმუმით, ძლიერთა შორის თამაშის უფლება, კვლავ მოახერხა. თანაც ეს, „დინამომ", ოფიციალურად, ქალთა ლიგის 2-ის 2021 წლის სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხა.


„დინამოს", გათამაშების დასკვნით ტურამდე, 36 ქულა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის, მეორე ადგილზე მყოფ ხაშურის „ივერიასავით" ორი თამაში აქვს მარაგში, „ივერიას" 11 ქულით უსწრებს და ბოლო, ურთიერთდაპირისპირების მიუხედავად, ხაშურელთათვის მიუწვდომელია.


მე-13 ტურის ბოლო მატჩში, რომელიც დღეს, თბილისში, სფფ-ს ნუცუბიძის პლატოს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, სოხუმის „დინამო", ქალთა ლიგა 2-ის დებიუტანტს, ზუგდიდის „ფენიქსს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 9-0 დაარცხა. ახალი, 2022 წლის დაწყებამდე, სოხუმელებმა, საკმაოდ კარგი შევსება მიიღეს გამოცდილი ქალი ფეხბურთელების სახით. ერთ-ერთმა მათგანმა, ლელა ჭიჭინაძემ, დღეს, დუბლიც (14', 40'), შეასრულა. ლიგის საჩემპიონო მატჩში, სოხუმელთაგან გოლები გვანცა ქადაგიშვილმა (8', 11'), დიანა ბაქრაძემ (26'), ელენე გაზდელიანმა (47', 77'), ნინო ჩანგელიამ (55' პენალტი)  გაიტანეს.


სხვათა შორის, მარცხის მიუხედავად, აუგი არ გვეთქმის ზუგდიდის „ფენიქსზე", რომელიც ოფიციალურად, ქალთა საფეხბურთო მარათონში, წელს პირველად ჩაება. დებიუტანტის კვალობაზე, ზუგდიდელები, სეზონს მესამე საფეხურზე დაასრულებენ. ბოლო ტურში, მათი მეტოქე, ახალციხის „ზარზმა" უნდა ყოფილიყო, თუმცა, გუნდმა ამ ეტაპაზე, „აკადემიური" აიღო და შესაბამისად, ბოლო, მე-14 ტურში, „ფენიქსს" ტექნიკური მოგება ჩაეწერება.


დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ქალთა ლიგა 2-ის გამარჯვებულ გუნდს, მედლები და თასი, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნინო სორდიამ გადასცა.


გათამაშების კალენდარი და სატურნირო ცხრილი იხილეთ ბმულზე

 


სფფ-ს ფოტო