
კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონები არიან, თუმცა, ჯერ მოხლოდ, იუნიორთა შორის! ქართულმა სპორტულმა წყვილმა, მოკლე პროგრამაში მოგებული მცირე ოქროს მედლების გარდა, თავისუფალ პროგრამაში, ყველაზე ბოლოს ასპარეზობის უფლება მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში. ერთის მხრივ, ქართული წყვილი, ყველა კონკურენტის კონტროლს ახერხებდა, მეორეს მხრივ კი, „პირველობის" პასუხისმგებლობის ტვირთის ტოლფასიც იყო. მათ უშეცდომოდ უნდა ეასპარეზათ.
2021-2022 წლების სეზონზე, ოლიმპიური თამაშაებისა და ISU-ს ეგიდით გამართული შეჯიბრების მონაწილეები, იუნიორთა შორის გამომსვლელებს შორის, ბუნებრივია ყველაზე გამოცდილები იყვნენ. მოგვიანებით, ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის გვერდი დაწერს, რომ ქართველებმა მოახერხეს 19 ქულით გაცქეოდნენ მოწინააღმდეგეს, და ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, პირველებმა შესძლეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგება.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სეზონი ასეთ მაღალ ნოტზე დავამთავრეთ. ეს იყო გრძელი და დატვირთული სეზონი, ბევრი შეჯიბრით და ბოლოში, ოქროს მედლის მოგება, მართლა სასიამოვნოა. ჩვენ ვართ ბედნიერები საქართველოს გამო. საქართველოში, უკვე არის რამდენიმე მოციგურავე და შენდება საციგურაო დარბაზი, რაც საქართველოში ფიგურული ციგურაობის განვითარებას, ხელს შეუწყობს," - ამბობს ლუკა ბერულავა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ.
![]() |
![]() |
თავისუფალ პროგრამასი შესრულებული ნომერისას (The Irrepressibles -ის This Shirt), საფინა-ბერულავას წყვილმა, მაღალი ხარისხის სრიალი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს აშკარად ემჩნეოდა გრძელის სეზონის კვალი და რამდენიმე მცირე ხარვეზიც იყო მათ გამოსვლში, ქართულმა წყვილმა, თავისუფალ პროგრამაში ყველაზე მაღალი 120.35 ქულის აღება მოახერხა და ამ პროგრამაშიც, ისევე, როგორც მოკლე პროგრამაში, პირველი ადგილი დაიკავა.
ISU-ის ორგზის გრან პრის იუნიორთა ეტაპების მედალოსნებმა, მოახერხეს მეოთხე დონის ბევერი ელემენტის შესრულება გამოსვლისას. ამას გარდა პროგრამაში შეტანილი ჰქონდათ, სამმაგი ტვისტი, სამმაგი ტულუპი+ორმაგი ტულუპი+ორმაგი ტულუპი, სამმაგი რიტბერგერი გადაგდებისას და სალჰოვი... ისევე, როგორც ინოვაციური აწევა. ყველაფერი ეს კომპლექტში, შეუმჩნეველი არ დარჩა მსაჯებისთვის. საბოლოოდ, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში, 188.12 ქულა დააგროვა და როგორც უკვე გითხარით, უშალო მდევრებს სოლიდურად გაუსწრო.
14.04.2022 მოკლე პროგრამა (მცირე ოქროს მედალი) https://youtu.be/dAAVDsBmqic
15.04.2022 თავისუფალი პროგრამაში (მსოფლიოს ჩემპიონები) https://youtu.be/ZvsRYJs95Zc

დღესვე, რითმულ ცეკვებში იასპარეზეს საქართველოს წარმომადგენლებმა სპორტულ წყვილებში. მოკლე პროგრაში, იულია ლებედევა-ბითაძისა და დიმიტრი პარხომენკოს წყვილის გამოსვლა მსაჯებმა 45.09 ქულით შეაფასეს. ამან კი, ქართულ წყვილს კვალიფიკაციის დაძლევისა და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის შანსი მიცა. იულიასა და დიმიტრის წყვილი ტალინუნურ ყინულზე, 17 აპრილს თავისუფალი პროგრამით წარსდგება.
ფოტო: ©ISU





ჩვენ










