
ნეპალელი შერპი ნირმალ პურჯა, ლეონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს 8000-იანი მწვერვალების ბანაკში, ფეხბურთის სათამაშოდ ეპატიჟება. ალპინისტი, შერპების დინასტიიდან, რომელიც მთაში წასვლამდე, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის, სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი იყო, მორიგი მწვერვალის დასალაშქრად ემზადება. პურჯა, შეეცდება მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე „ალ რიჰლა", მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი აიტანოს.
ევერესტის საბაზო ბანაკიდან პურჯა, ცინცხალ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში წარწერით: „მსოფლიოს სახურავზე მოგზაურობა. ამაყი ვარ, რომ „ალ რიჰლას" - მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, ამ მოგზაურობას იწყებს #ევერესტზე.
ეს მოგზაურობა აღემატება ყველა სხვას, შესაძლებლობის ზღვარს სცილდება, ეს არის რწმენა საკუთარ თავისა და გუნდური მუშაობის. ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენს გუნდს, მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლისას გვჭირდება.
მე დავბრუნდები, მარტო ვუხელმძრვალენებ @atalthani-ს, მაშინ როცა, ის, ყატარის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს სიკვდილის ზონაში აიტანს. სპორტი ხალხს აერთიანებს, აძლევს ურთიერთდახმარების შესაძლებლობას - ის გვაჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავვერთიანდეთ და გავაკეთოდ, რაღაც დიდებული.
ბურთმა, უკვე მთელი გზა გაიარა საბაზო ბანაკამდე, სადაც ჩვენ ცოტა წავარჯიშებაც მოვახერხეთ. ეს, ტრადიციული ფუჯა-ს ცერემონიის დროს მოხდა, როდესაც ღმერთებს, მწვერვალზე უსაფრთხოდ ასვლას ვთხოვთ ხოლმე. ახლა, ვემზადებით, მის ასატანად სააკლიმატიზაციო ასვლისას უმაღლეს ბანაკამდე.
სასიამოვნო იყო ჩვენი გუნდის სრული შემადგენლობის ხილვა საბაზო ბანაკში, მათი მზადყოფნა სპეციფიური ვარჯიშისთვის სასიმაღლო პიკზე #Lobuche (ლობუჩე), #Lhotse ლჰოცსეზე და თავად #Everest (ევერესტზე) ასასვლელად. ყველა, სუპერ ძლიერი და პოზიტიურია. მოუთმენლად ველით ახლა მთაზე დაბრუნებას.
P.S @leomessi , @cristiano აბა, რას ფიქრობთ 8000 მეტრზე ფეხბურთი ვითამაშოთ? ვნახოთ, ვინ იქნება ბოლო" , - წერს ნირმალ პურჯა.
![]() |
![]() |
და ბოლოს, ინფორმაციისთვის, ნირმალ პურჯამ 2019 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარდა. მან, ყველა, თოთხმეტივე 8000-იან მწვერვალზე ასვლა, რეკორდულ დროში 6 თვესა და 6 დღეში მოახერხა. 2021 წლის მონაცემებით, ის, არის მსოფლიოში ერთადერი მთამსვლელი, რომელიც თოთხმეტივე რვაათასიან მწვერვალზე, პირველი მცდელობისას ავიდა.
რაც შეეხება ბურთს, რომელიც 30 მარტის შემდეგ მოგზაურობს - ის, ადიდასმა, ოფიციალურად მარტის ბოლოს წარადგინა. ბურთის სახელწოდება, არაბულიდან Al Rihla, თავგადასავალს ნიშნავს. ბურთის დიზაინი ყატარულ მოტივებს უკავშირდება. მასალა კი, რითაც მომავალი მუნდიალის ბურთია დამზადებული, მთლიანად ეკოლოგიური გათვლით არის შექმნილი და შედგება წებოსა და წყალზე დამზადებული საღებავისგან.
ფოტო: @Nirmal Purja





ჩვენ










