საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი სტარტს 9 მაისს აიღებს
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი სტარტს 9 მაისს აიღებს
18.04.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ახალი, 2022 წლის გათამაშება მაისიდან აიღებს სტარტს. პირველი ეტაპის თამაშები 9 და 10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას პირველად ისტორიაში, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ „ბასიანი" მიიღებს. გუნდი ასპარეზობას, პირველი წრიდან, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს. მისი მეტოქე კი, „ვარკეთილი 2" იქნება.




თასის გათამაშების წილისყრა, 18 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა, სადაც  2022 წლის სეზონის პირველი და მეორე ეტაპის წყვილები გაირკვა.


 პირველი ეტაპი / 9-10 მაისი

„გონიო" - „ივერია"

„თელავი 2" - „მართვე"

„სპორტუნი" - „ზანა"

ბსთ"ბათუმი" - „იბერია 2010"

„გორდა" - „ჩიბათი"

„მერანი 3 თბილისი" - იუჯი 35

„ლიახვი" აჩაბეთი - „ შუქურა 2"

„ეგრისი" - „ცხუმი"

„კოლხი" - „მერცხალი"

„გარეჯი 2" - „ნორჩი დინამო 2016"

„ლეგიონი" - „კასპი 1936"

მფკ „ბასიანი" - „ვარკეთილი 2"

„გარდაბანი" - „გლდანი"


გათამაშების მეორე ეტაპზე, დებულების თანახმად, პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული გუნდი იასპარეზებს. ისინი, იმ 34 გუნდს შორის იქნებიან, სადაც უკვე, ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის წარმომადგენლები ჩაერთვებიან ასპარეზობაში. მეორე ეტაპიდან დაიწყებს ასევე ასპარეზობას რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდიც.


აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთმა პირდაპირ მიიღო მესამე ეტაპის საგზური, ხოლო დანარჩენი 46 გუნდი დაწყვილდა და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ „ეგრისი" - „ცხუმის" პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება.


აქ, გუნდები ასე დაწყვილდნენ:




და ბოლოს,   ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები საქართველოს თასის გათამაშებაში 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან. და ბოლოს, ინფორმაციის სახით, სათასო გათამაშებაში, წყვილებში გამარჯვებულები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.