20000 ლარი ჯარიმა და პირობითი გაფრთხილება
20000 ლარი ჯარიმა და პირობითი გაფრთხილება
16.08.2017
ავტორი:

თბილისის „ლოკომოტივი" და ქუთაისის „ტორპედო" 20-20 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. მომდევნო საშინაო მატჩებს "ლოკომოტივი" და "ტორპედო" უმაყურებლოდ ჩაატარებს. ამას გარდა, სეზონის ბოლომდე, კლუბებს მიეცათ პირობითი სასჯელი და მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს, სფფ-ს სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტი 11 აგვისტოს, 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარ ინციდენტის მონაწილე გუნდებს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე უსმენდა. განიხილა, ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათებიც და დასკვნა ამის შემდეგ გამოიტანა.
„სრულიად ვაღიარებთ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომას. აღნიშნული თამაშისთვის უსაფრთხოება 10 ადამიანით გავაძლიერეთ, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილია და მომავალში, შევეცდებით მსგავსი აღარ გამეორდეს. ბუნებრივია, კლუბის შინაგანაწესის თანახმად პასუხი მოვთხოვეთ იმ პიროვნებასაც, ვისაც აღნიშნული სამსახურის გამართული მუშაობას ეხება" - აღნიშნა გიორგი ყიფიანმა, „ლოკომოტვის" ტექნიკურმა დირექტორმა.
„5 პოლიციელი, 5 ფორმიანი ადამიანი იქნებოდა საკმარისი, რომ „ტორპედოს" ფანებს მსგავსი ქმედებები არ ჩაედინათ. ჩვენ გულშემატკივართან მეკავშირის მეშვეობით, უკვე ვესაუბრეთ ფანებს და მომავალშიც გავაფრთხილებთ, რომ თუკი მომავალში, მსგავის ფაქტი განმეორდება, აღარც გასვლით თამაშებზე გასასვლელ ტრანსპორტს გამოვუყოფთ, ადგილზე კი დამნაშავის მიმართ, ადმინისტრაციული ზომები იქნება მიღებული" - ეს კი პაპუნა მელაძე, „ტორპედოს" გუნდის უფროსი.
შეგახსენებთ, ინციდენტი 11 აგვიტსოს, 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში მოხდა. მას შემდეგ, რაც შეხვედრის 85-ე წუთზე მსაჯი იძულებული იყო, თამაში შეეჩერებინა (მანამდე მატჩი პირველ ტაიმშიც იყო შეჩერებული), მიზეზი ქუთაისელთა ფან ზონიდან ნასროლი პეტარდები და ე.წ. ყუმბარები იყო. მოგვიანებით, დაპირისპირება უშუალოდ ტრიბუნაზე გაგრძელდა. ამ დროისთვის მატჩში ანგარიში 2:0 იყო ლოკომოტივის სასარგებლოდ.
სფფ-ს საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, კლუბებმა 14 აგვისტოს მატჩის დარჩენილი და კომპენსირებული დრო, საერთო ჯამში 9 წუთი ითამაშეს. ქუთაისელებმა დამატებით 2 ყვითელი მიიწერეს (11 სექტემბერს ორივე გუნდში წევრისთვის 5 ყვითელი ბარათი იყო ნაჩვენები), ანგარიში კი არ შეცვლილა 2:0.
სატურნირო ცხრილში, ქუთაისის „ტორპედო" 44 ქულით მეორე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერს „დინამო თბილისს". „ლოკომოტივმა" კი „საბურთალოსთან" მარცხის შემდეგ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ნაწილობრივი რეაბილიტირება მოახერხა, 3 ქულა ჩაიწერა და 32 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.