ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა
ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა
22.04.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის.


გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.


თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).