
ძიუდოში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა და გოგონათა საერთო ჩათვლაში პირველი გუნდური ადგილი დაიკავა.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ ასპარეზობაში, +100კგ წონით კატეგორიაში, კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველები იდგნენ. აღნიშნულ წონაში, ოთხივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს - გამარჯვებული ირაკლი დემეტრაშვილი გახდა. ვერცხლის მედალს უჩა ტაბატაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი ტაბატაძემ და შალვა გურეშიძემ მოიგეს.
კიდევ ერთი ქართული ფინალი გაიმართა -81კგ წონით კატეგორიაში, სადაც ოქროს მედალი ალექსანდრე ლოლაძეს ერგო, ვერცხლი კი, ალექსანდრე გულბიანს.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ აგრეთვე ალეკო კასრაძე (-66კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (-100კგ).
ვერცხლის მედალს დაეუფლა კოტე კაპანაძე (-73კგ), ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ თორნიკე მაზიაშვილი (-60კგ), თორნიკე ფოლადიშვილი, აკაკი ჯაფარიძე (ორივე -90კგ) და ერეკლე ბაზიერიშვილი (-100კგ) წონით კატეგორიებში.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |





ჩვენ














