
მოგებაც არის და მოგებაც, ასეთი დამაჯერებელი - უმნიშვნელოვანესია. ქართული ლეგიონი კლუბებში მხარგამართული ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში „დინამოს თბილისის" ღირსებას იცავდა, მე კი ბევრი თვლის, რომ „დინამოს" „შპიონი" ვარ, იყო გამოძახებული ეროვნულ ნაკრებშიც, ამ ფეხბურთელის კარიერის მიმდინარეობა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში, ისევე არ მახსოვს, როგორც ნაკრებში. იმიტომ არა, რომ ის არ თამაშობდა, უფრო ჩემი მიზეზით. არა გვარი გაგონილი მქონდა და ფოტოზეც ვცნობდი ვინ იყო. ბოლოს და ბოლოს, დინამოელი იყო... თუმცა, პირველად მის თამაშს, პოლონური ექსტრაკლასას ერთ-ერთ რიგით მატჩში დავაკვირდი, როდესაც „პოგონი" , გასვლაზე „ვისლას" ეთამაშა.
ეს არ არის ინტერვიუ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ეს არის უბრალოდ, ერთ პატარა თბილისურ კაფეში, ფინჯან კაპუჩინოსთან ერთად, ფეხბურთელისა და ჟურნალისტის შეხვედრისა და გულახდილი საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი. ამიტომ, ამ სტატიაში, ბევრ კითხვის ნიშანსაც ვერ დაინახავთ. ისე, როგორც ევროპაშია მიღებული და საფეხბურთო მატჩის წინ, ჩვენც „გახურებას" ამინდზე საუბრით შევუდექით. ინტერვიუს ჩაწერისას, ეს კი ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს მოხდა, თბილისში საკმაოდ თბილოდა და ფეხბურთელს, ის ადარდებდა, რომ კლუბში დარუნებულს ისევ ყინვა დახვდებოდა.
როგორ მიყვარდა ასეთ დროს სოფელში ყოფნაო. ახლაც, როდესაც ჩამოვდივარ და ცოტა მეტი დრო მაქვს თავისუფალი, ეგრევე სოფლისკენ მივდივარ. აქვე გვაქვს თბილისთან ახლოს, ძეგვი, თუ გაგიგია, სოფელი წინარეხია მაგის გვერდითო. „ბავშვობაშიც, არდადეგების პერიოდიში, მთელი 3 თვით, იქ ვიყავი ხოლმე. წარმოიდგინე მთელი ზაფხული თიბვა იყო, შეშის ჭრა იყო, თუ სხვა, სულ რაღაცას ვაკეთებდი და ფიზიკურობა, რაც მაქვს, ვთვლი, რომ იქიდან მომდის. „ფიზიკა", სპორტსმენისთვის, არის ყველაზე ადვილად მისაღწევი. შეხვალ სატრენაჟორში, ერთი თვე ივარჯიშებ და ხარ ფორმაში. აი, ბურთთან ურთერთობა, უკვე არის რთული" - ამბობს ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთის თამაში თბილისში, ჯერ ეზოში, მეზობლის ბიჭებთან ერთად, შემდეგმ კი 35-ე სკოლაში დაიწყო.
35-ე სკოლაში, როგორ აღმოჩნდი? - ახლა, მე ვეკითხები ფეხბურთელს, რომელიც, პირადად ჩემი შეხედულებით, 27 მარტს, მიხეილ მესხზე გამართულ მატჩში, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა, ის, რომ 2018 წლის სადებიოტო შეკრების დროს, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, გიორგი მერებაშვილს დაუძახა, შემთხვევითობა არ ყოფილა. მერება, ამ ეტაპზე მშობლიურ პოლონურ კლუბში, „ვისლა პლოცკიში" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და თანაც, მიმდინარე ექსტრაკლასაზე 5 გოლიც აქვს გატანილი.
***
ეს საუბარი, რაც ახლა შემოგთავაზეთ, დაახლოებით 58 წუთს გაგრძელდა, თუმცა მერებასთან, ამ ჩანაწერის გარდა, კიდევ დიდხანს ვისაუბრე. გავარკვიე, რომ თუკი დრო აქვს და შეიტყო, რომ პოლონეთში, ან სუხიშვილები, ამ სხვა ხელოვანი, ამ სპორტსმენი, რომელიმე სხვა შეჯიბრზეა ჩასული, აუცილებლად მიდის მათ სანახავად. გიორგი მერებაშვილს ეამაყება, რომ ისიც იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც ასობით პოლონელი ოვაციით მიესალმება. უმაგრესი ემოციებით დატვირთული ფეხბურთელი პოლონეთში დღეს დაბრუნდა. „სულ რომ არ მეთამაშა და ისე მოგვეგო, გუნდში თავაწეული შევიდოდი მაინცო" - ამბობს დამშიდობებისას. პოლონურ კლუბთან, კი საქართველოს ეროვნული ნაკრების მე-17 ნომერს, კიდევ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი. ამბობს, რომ ყველა „სატრანსფერო ფანჯარაზე" მიდიოდა ლაპარაკი მის სხვა გუნდში გადასვლის შესახებ. იყო დაინტერესება პოლონეთის სხვა გუნდიდანაც, საუბარი იყო აზიის გუნდებზეც, ემირატებზეც იყო ლაპარაკი. ავტორიზაციაც კი მისცა ფეხბურთელის აგენტმა, ერთ-ერთ გუნდს. თუმცა, მაშინაც კი თუკი რაიმე კონკრეტული გამოჩნდა, მერებაშვილის აზრით, უნდა იყოს ბევრად კარგი პირობებით გაჯერებული ოფერი, ვიდრე ახლა აქვს, რადგან თვლის, რომ პოლონურ კლუბში და გარემოში, თავს იდეალურად გრძნობს. აქვს, უკვე სახელი და სხვაგან 0-დან დაიწყებას, ურჩევნია იყოს სტაბულურად და იქ, სადაც აფასებენ და მომავალი სანაკრებო თამაშებისთვის მოემზადოს.
დანარჩენი თუ რაზე ისაუბრა გიორგი მერებაშვილმა, ამის წასაკითხად, მიჰყევით ბმულს





ჩვენ








