
პარკეტზე გატარებული 28:26 წუთი, 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა - ეს არის თორნიკე შენგელიას შედეგი, რომელიც იტალიური „ვირტუს ბოლონიას" ქართველმა ფორვარდმა ევროთასის 1/4 ფინალში, გარმანული „ულმ"-ის წინააღმდეგ მატჩში უჩვენა. აქედან, შენგელიამ 11-დან სამი 2-ქულიანი და ორიდან ერთ 3-ქულიანი მოათავსა კალათში.
შეხვედრა, რომელიც იტალიაში ჩატარდა, თოკოს გუნდის გამარჯვებით 83-77 დასრულდა. შენგელიამ, მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მისმა „ვიტუსმა" პირველი მეოთხედი 25-17 მოიგო. თუმცა, გერმანულმა გუნდმა, მეორე მეოთხედის მოგება 10 ქულით, 18-28 მოახერხა და შესაბამისად, დიდ შესვენებაზეც, ორი მეოთხედის ჯამში, მცირე, 2-ქულიანი უპირატესობით (43-45) გავიდა. მესამე მეოთხედში, „ვირტუსმა" კვლავ მოახერხა ანგარიშში დაწინაურება, მონაკვეთი 24-17 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ, 5 ქულით წინაც გავიდა 67-62). საკმაოდ დაძაბული გამოდგა, დასკვნითი მონაკვეთი. „ულმ"-ი არ აპირებდა დანებებას და ამ მონაკვეთის სტარტზევე, სამი ზუსტი 3-ქულიანის წყალობით, ახერხებს კიდეც დაწინაურებას, თანაც, ცდილობს იყოს ლიდერი. თუმცა, შეხვედრის დასრულებმადე, 1:21 წუთით ადრე, „ვირტუსმა" მოახერხა, მეტოქე 77 ქულაზე გაეყინა, თავად 6 ქულა აიღო და საბოლოოდ, მეოთხედი ერთი ქულით 16-15, შეხვერდა კი, 6 ქულით მოიგო და გათამაშების 1/2 ფინალში გავიდა.
ფინალისკენ გზად, თორნიკე შენგელიას გუნდს, „ლევალუასა" და „ვალენსიას" შორის გამარჯვებული შეხვდება. ეს შეხვედრა უკვე დღეს, 27 აპრილს გაიმართება.
მატჩის სრული სტატისტიკა
თორნიკე შენგელიას სტატისტიკა
ფოტო: © Virtus





ჩვენ








