
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილიდან 1 მაისამდე ჩატარდება, საქართველოს ნაკრები 11 ძიუდოისტით, მათ შორის ორი ქალით იქნება წარმოგდენილი.
კაცები:
-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი
-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ ლუკა მაისურაძე
-100 კგ ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ გურამ თუშიშვილი
ქალები:
-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ჩემპიონატის დაწყებმადე, ევროპული ძიუდოს (EJU) კავშირის ვებ-გვერდი ტურნირის ფავორიტებად შერაცხულ სპორტსმენებზე ლაპარაკობს. მათ შორის ქართველები, მამაკაცთა შორის წონით კატეგორიებში, ფავორიტთა შორის არიან მიჩეულები. თუმცა, ეს გარემოება უფრო კანონზომიერებაა, ვიდრე მოულოდნელობა.
„თუში", ამ ტურნირზე, +100 კგ წონაში, პირველ ნომრად არის განთესილი, თუმცა, EJU ყურადღებას ამახვილებს, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც ქართველმა ვერცხლის მედალი მოიგო, ქართველმა ორი (თელ-ავივისა და ანთალიის) გრან სლემის მოგება მოახერხა და როგორც არასდროს ძლიერად გამოიყურებაო. ქართველს უკვე აქვს, „სენიორთა" ორი საკონტინენტო ტიტული თუმცა, ბოლო ორ ტურნირზე, მხოლოდ ბრინჯაოს მედლის მოგებას ახერხებდა, წერს გამოცემა. აღნიშნულ წონაში, მის ერთ-ერთ კონკურენტად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთ ქართველს, უშანგი კოკაურს მოიაზრებენ, რომელიც ბოლო ტურნირებზე (IJF ტური გვაქვს მხედველობაში) საკმაოდ უხერხული მეტოქე გამოდგა ქართველი ჯუდოიკებისთვის.
EJU-ს გვერდი ტატამზე და შესაბამისად, -100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანის დაბრუნებაზე და გაზრდილ კონკურენციაზე იუწყება. საქართველოს ნაკრების კაპიტნის, მეტოქედ, რომელმაც დიდი სპორტიდან წასვლა გადაიფიქრა და ტატამს დაუბრუნდა, ახალგაზრდა ქართველ ილია სულამანიძესაც ასახელებენ. თუმცა, ლიპოს, აქ, კიდევ ორი მეტოქე ჰყავს - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ჟორჟ ფონსეკა (პორტუგალია) და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც მისთვის ახალ წონაში, ნელ-ნელა თავის დამკვიდრებას ახერხებს. სწორედ, 1 მაისს გაირკვევა, მოახერხებს თუ არა „ლიპო" ევროპის პირველობის მეოთხედ მოგებას.

-90 კგ წონით კატეგორია ყველაზე არაპროგნოზირებადად მიაჩნიათ. ლუკა მაისურაძე, რომელიც ამ მომენტისტის IJF-ის რეიტინგში მე-9 პოზიციაზეა, შეეცდება ლაშა ბექაურის ჩანაცვლებას, რომელიც ამავე რეიტინგის მე-4 პოზიციაზეა. აქ, ტიტულისთვის ყველა მებრძოლს, ზურგს სხვადასხვა წარმატება უმშვენებს. ერთადერთი, რაც ევროპის ჩემპიონისთვის მებრძოლთა სიას აკლია, ლაშა ბექაურის, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი და გვარიაო - წერს გამოცემა. შესაბამისად, დაისვა რიტორიკული კითხვაც - საინტერესოა, ახალგაზრდა ქართველი გმირი, როდის დაბრუნდება ტატამზეო. თუმცა, ეს ქვეყანას, სულაც არ დაეტყობაო, განაგრძობს გამოცემა და 24 წლის ქართველ ჯუდოიკაზე ლუკა მაისურაძეზეც წერს, რომელსაც ისევე როგორც -90 კგ-ში, ასევე, -81კგ-ში გარკვეული წარმატებები უკვე აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ -81კგ წონით კატეგორიაში, ოქროს, უფრო ბელგიელი მატიას კასესგან ელიან, არ ავიწყდებათ არც ჩვენი ტატო გრიგალაშვილი. „არსენას" გამოსვლას მოუთმენლად მოელიან ძიუდოს ქომაგები. ქართველმა მიჯრით ოთხ ტურნირზე (დიუსელდორფის გრან სლემი, ევროპის U23 ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი და დოჰას მასტერსი) იასპარეზა წარმატებით და ქომაგებსა და სპეციალისტებს ეს გარემოება, არასდროს ავიწყდებათ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტურნირზე გრიგალაშვილს არ გაუმართლა, EJU თავის მკითხველს შეახსენებს, რომ ტატო, მხოლოდ 22 წლისაა და მას ჯერ კიდევ, ბევრი წარმატება აქვს წინ.

ლაშა შავდათუაშვილი, არის კაცი, რომელმაც დაწერა და აგრძელებს ისტორიის წერას ქართული ძიუდოსთვის. პირველი ქართველი ჯუდოიკა, რომელმაც მოახერხა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ოქროს მოგება, -73კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ ნომრად არის განთესილი. ბუნებრივია, მასზე იქნება დიდი ზეწოლა, თუმცა, „შავისთვის" ეს ჩვეულიაო, წერს გამოცემა. სოფიის ტურნირზე ტოპ 10-ეულიდან საკმაოდ არიან წარმოდგენილი სპორტსმენები, რომლებიც ლაშას გეგმების ჩაშლას შეეცდებიან. მათ შორის ფერდინანდ კარაპეტიანი (სომხეთი) და ფაბიო ბაზილიე (იტალია).
საკმაოდ დიდი კონკურენციაა ვაჟა მარგველაშვილის, -66კგ წონოთ კატეგორიაში, სადაც, ევროპის პირველობაზე, ფავორიტად, მოლდოველ დენის ვიერუს მოიაზრებენ. თუმცა, ოლიმპიური თამაშების მედალოსანი, იმ სპორტსმენთა კატეგორიაშია, რომელიც ყოველთვის არის მომართული მედლის მოსაგებად.
და ბოლოს მამაკაცთა შორის ბოლო წონით კატეგორიაში, რომელიც რეალურად პირველი იწყებს ასპარეზობას და მელდების პირველი კომპლექტიც ამ წონით კატეგორიაში გათამაშებდა, -60კგ არის. აქ, საქართველოს ლუხუმ ჩხვიმიანი და ჯაბა პაპინაშვილი წარმოადგენენ. ორივეს შეუძლია პოდიუმზე ასვლაო, წერს გამოცემა და დასძენს, რომ ჩხვიმიანმა, ანთალიის გრან სლემის 1/2 ფინალში ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი დაამარცხა, რომელსაც, ამ ჯერზე, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს უწინასწარმეტყველებენ. თუმცა...
EJU არაფერს წერს ქართველ ქალებზე. რეალურად, აქ ჩვენები, ჯერ კიდევ ცდილობენ თავის დამკვიდრებას. თუმცა, მინიმუმ ქალ „ლიპოს" ვიცით, რომ ნამდვილად შეუძლია „გასვანება" და ევროპის ჩემპიონატის კვრაცხლბეკზე ასვლა.
ფოტო: © EJU





ჩვენ








