
2023 წელს, საქართველოსა და რუმინეთში უეფა-ს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ ქვეყნებში, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით 16 ნაკრები გუნდი და მათ შორის საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, კონტინენტის მთავარი ტროფეისთვის იბრძოლებენ.
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატისთვის, რომელიც თუ არ ჩავთვლით 19-წლამდეთა ჩემპიონატსა (2017 წელს) და სუპერთასის შეხვედრას (2015), რომლის მზადების ფარგლებში, განახლდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურის ნაწილი თბილისსა და გორში, ამჯერად, ქვეყნის მასშტაბით „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება.
პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.
„2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს მომავალშიც არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას ვუმასპინძლოთ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მასპინძლის სტატუსით პირველად ითამაშებს მსგავსი დონის ჩემპიონატზე, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება. აქვე აღსანიშნავია, ევროპული საფეხბურთო ფორუმის ფინალი სწორედ ბათუმში იმართება", - ამბობს კობიაშვილი.
ევროპის ახალგაზრული ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამშენელო სამუშაოებში, უდიდესი წვლილი მოდის სახელმწიფოზეც. საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით 12 ობიექტი განახლდება და რამდენიმე ახალიც შენდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
რაც შეეხება თავად ტურნირს - მის ფარგლებში საქართველოში 16 მატჩი გაიმართება. ჯგუფური და მეოთხედფინალური მატჩები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში გაიმართება. ფინალურ მატჩს კი, ბათუმის ახალი საფეხბურთო არენა უმასპინძლებს.





ჩვენ








