
ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება, მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა.
შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი დარტყმით გიორგი გაბედავამ გახსნა, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კირკიტაძემ ტაბლოზე - 0:2 დააფიქსირა, ხოლო მატჩის მიწურულს - ირაკლი ბუღრიძემ სხვაობის შემცირება მინიმუმამდე შეძლო - 1:2. ზემო აღნიშნულ ფაქტებს, ადგილი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთებზე ჰქონდა, რამაც საბოლოოდ მატჩის შეწყვეტა გამოიწვია.





ჩვენ








