ერთ დღეში დამყარებული საქართველოს 9 რეკორდი, რომელიც ევროპული ბრინჯაოთი დაგვირგვინდა
ერთ დღეში დამყარებული საქართველოს 9 რეკორდი, რომელიც ევროპული ბრინჯაოთი დაგვირგვინდა
30.03.2018
ავტორი:

საქართველოს ჰიმნი არა, მაგრამ დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ქალთა შორის მიმდინარე მედლების ერთ-ერთი კომპლექტის გათამაშებისას, კვარცხლბეკზე ავიდა სპორტსმენი, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა ჰქონდა მოფარებული.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მართლა არ ველოდი ასეთ შედეგს. ძალიან ბედნიერი ვარ. ემოციები მაქვს მოძალებული და ცოტა მიჭირს აზრებისთვის თავის მოყრა, მაგრამ ყველას, ფედერაციას, ჩემს ოჯახს, თითოეულ თქვენგანს, ვინც მამხნევებდოთ და ამ შეჯიბრამდე მედექით გვერდში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ", - ამბობს თათია ლორთქიფანიძე TSFF.GE - სთან საუბარში.

თავდაპირველად, თათიამ შესძლო, "ბ" ჯგუფიდან გასვლა და აკვრაში საპრიზო სამეულშიც შევიდა. მოგვიანებით, კი უკვე ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

„მნიშვნელოვანია ეს შედეგი, რადგან წონითი კატეგორია შევიცვალე და ახალ წონით კატეგორიაში, ეს ტურნირი, სადებიუტო იყო. ადრე, 63 კგ. წონით კატეგორიაში ვასპარეზობდი და ახლა, 69კგ-ში ავინაცვლე. ორჭდში მეორე ვიყავი" - ამბობს თათია.

დღის ბოლოს მიღებულ ვერცხლის მედალამდე, ბუქარესტის ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ქართველმა ძალოსანმა ქალმა თათია ლორთქიფანიძემ, ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობისას, ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაჯაბნა და „ბ" ჯგუფის  უდაო ლიდერად მოგვევლინა.  თათიამ შესძლო და ატაცსა და აკვრაში ყველა მისვლისას საქართველოს რეკორდი დაამყარა. შედეგად, ქართველი სპორტსმენის სათვალავში  ერთ დღეში დამყარებული, საქართველოს 9 რეკორდი ჩაიწერა. სარეკორდო მაჩვენებელი აჩვენა  თათიამ ორჭიდშიც.

ატაცში თათიამ სამივე ცდა (85,90,93) წარმატებით დაასრულა და ჯგუფში პირველი აგდილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ძალოსანს მთელი 7 კილოგრამით აჯობა.

აკვრაში ლორთქიფანიძემ ასევე კარგად იასპარეზა (113, 118, 121) და უახლოეს მდევარს მთელი 12 კილოგრამით აჯობა. რაც შეეხება ორჭიდს, თათიამ აქაც პირველი ადგილი დაიკავა (214) და მეორეადგილოსანი სპორტსმენი უკან 19 კილოგრამით ჩამოიტოვა.



ამას გარდა, ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი  ქართველებისთვის „მოსავლიანი" გამოდგა.  ვაჟთა ტურნირზე, ჩვენს მონაგარში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.

საქართველოს ევროპის ახალი ჩემპიონი ჰყავს. რევაზ დავითაძემ 3 ოქროს მედლის დასაკუთრება შესძლო. რევაზ დავითაძემ ატაცში სამივე ცდა (156, 160, 163) წარმატებით გამოიყენა და პირველი ადგილი დაიკავა. მან უახლოეს მდევარს მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო. აკვრაში, დავითაძემ ასევე ყველა ცდა გამოიყენა (183, 187, 190) და ვერცხლის მედალს დაეუფლა. რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 353 კგ. მოაგროვა, ოქროს მედალიც მოიპოვა და შესაბამისად, ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.