
დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის მეორე წრე დაიწყო. გათამაშების ლიდერებმა, ბათუმის „დინამომ", „დილამ", და „საბურთალომ" მე-10 ტურში, გასვლაზე ქულები დაკარგეს. „დინამო თბილისის" მატჩი კი, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, სტადიონზე დაწყებული აურზაურის გამო შეწყდა.
„ტორპედო" - „დინამო თბილისი" ?
ელიგის ვებ-გვერდმა „ტორპედო" - „დინამო თბილისის" დაპირისპირების დროს მომხდართან დაკავშირებით, უკვე გააკეთა სფფ-ს ოფიციალური განცხადება. შეხვედრაში, რომელიც საკმაოდ კარგ ტემპში და საინტერესოდ დაძაბულად, თუმცა, ქუთაისელთა მცირე, სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, ანგარიში გიორგი გაბედავას გოლით, თბილისელებმა 30-ე წუთზე გახსნეს. ამ მომენტიდან მალევე, დინამოელთა კარის მცველმა, დედაქალაქელები გოლს გადაარჩინა. საერთოდ, პრიეტო, ერთ-ერთი საუკეთესო იყო თბილისელთა შორის. თუმცა, ისევე, როგორც ჰამზიჩი, „ტორპედოდან". სხვათა შორის, ქუთაისელთაგან გოლის გატანის შანსი ჰქონდათ გიორგი არაბიძესა და გიორგი პაპუნაშვილს, თუმცა, ერთ მომენტში ხარიხამ იხსნა კარი, მეორეში კი, დარტყმა საკმაოდ ასცდა თბილისელთა კარს. აღსანიშნავია, რომ დღეს, დინამოელთა შორის დებიუტი ჰქონდა ლევან ოსიყმაშვილს, რომელიც არც თუ, ცუდად გამოიყურებოდა მატჩის მსვლელობის დროს. შევხედრის მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე საეჭვი გარემოში არაბიძის წაქცევის შემდეგ, არსენ ნონიკაშვილმა ჩათვალა, რომ წესები არ დარღვეულა და მასპინძლების სასარგებლოდ არ დადო 11-მეტრიანი. „დინამოს", ვერ ვიტყვით, რომ ბევრი შანსი ჰქონდა, თუმცა, ისვეე, როგორც პირველ ტაიმში, მეორეშიც, მათ კარგად გამოიყენეს ერთ-ერთი ასეთი მომენტი და შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კირკიტაძემ, 82-ე წუთზე, „დინამო თბილისი", ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე, ასევე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი ბუღრიძე, სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მსაჯმა კი, შეხვედრას 7 წუთი დაუმატა. „ტორპედოს" ჰქონდა ქულის გადარჩენის შანსი, თუმცა, შეხვედრა შეწყდა და ახლა, საკითხზე სადისციპლინო კომისია მომდევნო კვირაშივე იმსჯელებს. დიდი ალბათობით, ორივე გუნდს, შემდეგ ტურში, რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდება. თუმცა, დინამოელებისთვის, რომლებსაც მე-11 ტურში, ბათუმის „დინამოს" მასპინძლობა უწევთ, მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის დისკვალიფიკაციასთან ერთად, ნებისმიერი ფეხბურთელის არყოფნა, დიდი დანაკლისი იქნება.

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე, ჩაშლილი მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის წარმომადგენლებმა, სტადიონის ტერიტორია ძალოვანების მოსვლის შემდეგ და საგანგებო ესკორტით დატოვეს. სხვათა შორის, დღევანდელ მატჩს, პროტესტის ნიშნად, ადგილობრივი კლუბის ქომაგები, „ჯუნგლები" არ ესწრებოდნენ.
„სიონი" - „დინამო" ბთ 1-1
ქულები დაკარგა ბათუმის „დინამომ" ბოლნისში. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, გათამაშების ლიდერს, მასპინძლებმა „ომი" გაუჩაღეს. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ მოედანზე მეორე ნომრად მოუხდათ თამაში, ქულის ასაღებად მაქსიმუმი გააკეთეს. სხვათა შორის, პირველ ტაიმში, ორი იძულებითი შეცვლა გააკეთა გია გეგუჩაძემ, ჯერ ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანა მოედნიდან, შემდეგ კი, ჯოვინო ფლამარიონი. ბათუმელთა ბოლო ტურების გოლეადორების გაყვანის შემდეგ კი, ზურიკო დავითაშვილის გადაცემით, ანგარიში 44-ე წუთზე, ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა, ქულის გადარჩენა 82-ე წუთზე, თომა ტაბატაძის გოლით მოახერხეს.

„სამგურალი" - „საბურთალო" 3-0
მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ანგარიშის გახსნის კარგი შანსი მე-6 წუთზე, გაუშვეს ხელიდან სტუმრებმა, „სამგურალმა" გოლების გატანა 75-ე წუთიდან დაიწყო. შეხვედრის სტარტზე კი, სტანდარტულის გაგძელებას, ხელით თამაშისთვის პენალტი მოჰყვა, თუმცა, ირაკლი სიხარულიძეს, ლევან შოვნაძემ აუღო. ამ გარემოებამ, როგორც სჩანს, „საბურთალოს" თამაშში ბზარი შეიტანა. მასპინძლები, კი, 26 მაისის სახელობის სტადიონზე, შეცვლაზე შემოსული გრიგოლ დოლიძის გოლით დაწინაურდნენ. მატჩის მიწურულს, 3-წუთიან შუალდეში კი, დემურ ჩიხლაძემ და ლევან ქურდაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანეს და „საბურთალოს" ქულის გადარჩენის შანსი მოუკლეს.

„თელავი" - „ლოკომოტივი" 5-0
ამ შეხვედრაში ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა. უკვე, შეხვედრის მე-14 წუთზე, თელავში, „კავკასიონი არენის" გადაძეძგილი ტრიბუნების ფონზე, კახელები, 2-0-ს იგებდნენ. თანაც, ორივე გოლი და ერთი მეორეზე ლამაზი, იმედა აშორტიას ჰქონდა გატანილი. ამ მატჩში, ლოკომოტიველთა კარს, 15 წლის სოსო კოპალიანი იცავდა. შესაბამისად, გამოუცდელ მეკარეს, მატჩის სტარტზევე გაშვებულმა პირველმა გოლმა, წონასწორობა დააკარგინა. შეხვედრის ამ მონაკვეთში, მან კიდევ ორი გოლი გაუშვა. მატჩის ბოლოს კი, ავტოგოლიც მიიწერა. თუმცა, „ლოკოს" მარცხი, არ შეიძლება, მხოლოდ მეკარეს დაბრალდეს, რადგან გუნდი, მიმდინარე სეზონში, აშკარად დემორალიზებულია და ქვედა ლიგაში გადასვლის უდავო ფავორიტია. პირველ ტაიმში კი, თელაველთაგან გოლები აშორტიას გარდა, გურამ გოშთელიანმა და ბიძინა მახარობლიძემ გაიტანეს.

„გაგრა" - „დილა" 1-0
ამასობაში, „გაგრა", ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში, სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი გუნდებისთვის სერიოზული თავსატეხი ხდება. დღეს, „დინამო არენაზე", რომელიც გაგრელებმა, შეიძლება ითქვას, გაითავისეს და განსაკუთრებით ამ მოედანზე, მეტოქეებისთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდნენ, სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე მყოფი „დილა" დაამარცხეს. მატჩის შემდეგ, გაგა კირკიტაძე, გაგრელთა თავკაცი იტყვის, რომ მისი გუნდი ლიდერ გუნდებთან განსაკუთრებული მოტივაციით გამოდის. „საბურთალოსა" და „დინამო თბილისის" შემდეგ, დღეს, სწორედ, „დინამო არენაზე", „გაგრამ" „დილაც" დაამარცხა და სატურნირო ცხრილში, 14 ქულით, წყალტუბოს „სამგურალთან" ერთად, მე-5-6 ადგილებს იყოფს. ამ შეხვედრაში, ერთად-ერთი გოლი კი, 68-ე წუთზე, მათე კვირკვიამ გაიტანა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატს სტაბილურად ატარებს და მეორე მატჩია თამაშიდან გოლის გარეშე არ გამოდის.
იხილეთ მატჩის ალბომი

სატურნირო ცხრილი
გათამაშების კალენდარი





ჩვენ








