
მოულოდნელად განვითარდა მოვლენები სოფიაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს. კაცებში -73კგ წონით კატეგორიაში, ფავორიტად ჩვენი, ლაშა შავდათუაშვილი იყო შერაცხული. თუმცა, აქ სეცნსაცია, ტრავმის შემდეგ ტატამზე დაბრუნებულმა აზერბაიჯანელმა ჰიდაიატ ჰეოდაროვმა მოახდინა, რომელმაც ფინალში, ჯოვანი ესპოზიტო დაამარცხა. თავის მხრივ, იტალიელმა ძიუდოისტმა, სწორედ, წონის ფავორიტად შერაცხილი ჩვენი „შავი" გამოთიშა ასპარეზობას 1/8 ფინალიდან.
ფინალურ ბლოკში კი, -81კგ წონით კატეგორიაში „არსენას", მარტო მოუხდა ბრძოლა. ტატო გრიგალაშვილმა, ტურნირის ორგანიზატორტა EJU-ს იმედები გაამართლა. მოგვიანებით, IJF-ის საიტიც დაწერს, რომ ეს, კონკრეტული წონითი კატეგორია არის „ტეროტირია, სადაც თუ გინდა იბატონო, ძლიერზე ძლიერი უნდა იყო და აქ, უკვე წელია ბელგიელი მატიას კასე და ქართველი ტატო გრიგალაშვილი არიან ბატონ-პატრონებიო", წერს გამოცემა და დასძენს, რომ ეს არის ორი განსხვავებული სტილის სპორტსმენი, პირველი მკაცრი, ჯირკვივით და მოქმედებებისას თავშეკავებული. მეორე სულ ფეთქებადი, ფოიერვერკების მსგავსად ლამაზი ისევე, როგორც მისი გამოყენებისას სახიფათო, რომელიც ხანდახან საკუთარი მოქმედების მსხვერპლიც კი ხდებაო. კასე და ტატო, ერთმანეთს ფინალში დაეჯახნენ. ნახევარფინალშიც, ორივე უკრაინელი სპორტსმენი დაამარცხა. თუმცა, თუ ფინალამდე გზად, კასეს, ქჰონდა პატარა წინააღმდეგობები გადასალახი და ფინალამდე ე.წ. „გოლდენ სქორებით" მივიდა, გრიგალაშვილს ამ გზაზე მხოლოდ ერთხელ დასჭირდა დამატებითი დრო, 1/2 ფინალში. თუმცა, ის შეხვედრაც და მანამდე გამართული კიდევ სამი, იპონებით მოიგო. ფინალისკენ გზად ტატომ ფინელი ოსკარი მაკინენი, გერმანელი ტიმ გრამკოვი, უნგრელი ატილა უნგვარი და ბოლოს 1/2 ფინალში, უკრაინელი სერგი კრივჩაჩი დაამარცხა.
ევროპულ ფინალში კი, ტატომ 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის რევანში აიღო და სახელოვანი მატიას კასე დაამარცხა. ტატომ შეხვედრა ვაზარით წაიყვანა. კასეს კი სამი შიდო აკიდა და ფინალი, ვადაზე ადრე დაასრულა. გრიგალაშვილმა, ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე კარიერაში პირველად, დიდებში ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა. ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს ქართველები 4 წონოთ კატეგორიაში იასპარეზებენ.
-90 კგ ლუკა მაისურაძე
-100 კგ ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ გურამ თუშიშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ფოტო: © EJU





ჩვენ








