ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია
01.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ლუკა მაისურაძის ოქრო, რიგით მეორე ოქროს მედალ სოფიაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე, კიდევ ერთი ბრინჯაო ქართული გუნდისთვის და ამ ჯერზე, მხოლოდ ვაჟთა შორის გუნდური მეორე ადგილი არის საქართველოს ძიუდოისტების მონაგარი. ბუნებრივია, ამ შედეგს, ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანის წარმატებაც ემატება, რჯომლის ბრიჯნაოს მედალიც, ქართული ძიუდოს ისტორიაში, ახალი ფურცელია.


დღეს კი, ქართველები 4 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. -90 კგ  წონით კატეგორიაში, ევროპის 2022 წლის მომავალმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ, მეორე წრიდან დაიწყო ასპარეზობა და თავდაპირველად, ესტონელი კლენ კრისტოფერ კალჟულაიდი, შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე, აღებული ვაზარით დაამარცხა. მომდევნო მეტოქესთან, სლოვაკ, პეტერ ჟილკასთან, ორი შიდოთი ბეწვის ხიდზე გაიარა და დამატებითი დროის მე-4 წუთზე, იპონით გაიმარჯვა. „გოლდენ სქორი" და ორი შიდო იყო ლუკას თანმხლები მომდევნო შეხვედრაშიც, რუმინელ ალექს გრეტთან, რომელსაც ჩვენიანმა საბოლოოდ, ვაზარით მოუგო და ½ ფინალში გავიდა, სადაც უკვე, უნგრელ კრისტიან ტოჰს შეხვდა და ეფექტური იპინით დაამარცხა. მაისურაძეს დღეს, ყველაფერი გამოსდიოდა ფინალშიც. ლუკამ ჯერ ვაზარის მოპოვება შეძლო, სერბ დარკო ბრასნიოვიჩთან, შემდეგ კი, ჩემპიონატზე გამოსვლა იპონით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.


„ძალიან მოხარული ვარ, სოფიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებით. ბევრი ვიმუშავე და ნაბიჯ-ნაბიჯ გავაუმჯობესე, რაც -90კგ-ში გადმოვედი. მე მაქვს ორი ევროპული ბრინჯაო -81კგ-ში და ვთვლი, რომ ამ წონაში გადმოსვლა კარგი არჩევანი იყო. ამაში დღეს დავრწმუნდი. ძალიან მაგარი გრძნობაა", - იტყვის ლუკა მაისურაძე, კუთვნილი ოქროს მედლის აღების შემდეგ.


ქართული გუნდი, შესაძლოა მაქსიმუმ შედეგს, -100 კგ წონით კატეგორიაში მოელოდა. დაახლოებით ანალოგიური პროგნიზი ჰქონდათ, ტურნირის ორგანიზატორებსაც. თუმცა, ჩვენი გუნდი, ამ წონაში, საერთოდ მედლის გარეშე დარჩა. პირველივე შეხვედრაში, ქართული გუნდის მომავალი ილია სულამანიძე აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვთან დამარცხდა. შეიძლება ითქვას, რომ აქ, სულამანიძეს, 31 წლის მეტოქემ, უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო. სულამანიძემ კი, ჩემპიონობა მომავალი წლისთვის გადადო.


ამავე წონაში, ტატამზე დაბრუნებულმა ვარლამ ლიპარტელიანმა, სულამანიძის მსგავსად ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და თავდაპირველად, გერმანელი კარლ-რიჩარდ ფრეი მარტივად დაამარცხა, ჯერ ვაზარი აიღო, შემდეგ კი, ბრძოლა იპონით დაასრულა. თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, შვეიცარიელ დანიელ ეიჰთან, სრულიად მოულოდნელად დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ლიპომ რეპეშაჟიში გამოსვლის უფლება მოიპოვა. ისევე, როგორც ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკა შერაზადიშვილმა.  სხვათა შორის, ლიპოზე და ნიკაზე ადრე, ასპარეზობას პორტუგალიელი ჟორჟ ფონსეკა გამოეთიშა. ქართულ-ესპანურ რეპეშაჟიში კი, შერაზადიშვილმა გაიმარჯვა და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედლისთვის ბოლო შეხვედრაც მოიგო. ჩვენ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წონაში მედლის გარეშე დავრჩით.


+100 კგ წონით კატეგორიაში ფავორიტად ჩვენი გურამ თუშიშვილი ითვლებოდა. თუშიმ, კარგად დაიწყო, პირევლი შეხვედრა დამატებით დროში, ვაზარით, გერმანელ ლუსენი კონეს მოუგო. მოიგო 1/4 ფინალიც, სადაც ნედერლანდელი როი მეიერი ეფექტური იპონით დაამარცხა და 1/2 ფინალში გავიდა. თუმცა, იქ, უკვე თავად დამარცხდა იპონით და ბრინჯაოს მედლის გზასა დაადგა.  აქ კი, მისი მეტოქე უკრაინელი იაკივ ხამო იყო. შეხვედრის ძირითადი დრო, ჯუდოიკებმა 2-2 შიდოთი დაამთავრეს. დამატებით დროში, კი, თუში, რომელიც რეალურად უკეთ გამოიყურებოდა, ახერხებს მეტოქე „მახრჩობელათი" დაამარცხოს და ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიგოს.


დღესვე, +78 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა სოფიო სომხიშვილმა, რომელიც პირველივე წრეში, ნიდერლანდელ მარიტ კამპსთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ევროპის ჩემპიონატზე, ასპარეზობის პირველ ორ დღეს, საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ), ბრინჯაოს მედალი კი,  ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოუტანეს.