
რამდენიმე წუთის წინ საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ" გუნდიდან მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
„საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანიბაში", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ტორპედოს" ოფიციალუმა სოციალურმა ქსელმა გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს" შედეგით უკმაყოფილო ქომაგები, კლუბიდან მთავარი მწვრთნელის წასვლის მოთხოვნით, უკვე რამდენიმე კვირაა პროტესტს აცხადებენ და გია ცეცაძის გაშვებას ითხოვდნენ. პრობლემის დასარეგულირებლად, კლუბის ხელმძღვანელობასა და ქომაგთა სექტორს შორის, შეხვედრები ინტენსიურად იმართებოდა. ვითარება, თითქოს დამშვიდდა კიდეც, თუმცა, ელიგის ბოლო ტურში, რომელიც რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელსაც „ტორპედოს" ოფიციალური ფან-კლუბი „ჯუნგლები" პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა, მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა, გუნდი ფინანსურად დასაჯა და სტადიონზე 5 მატჩი, ვერც გულშემატკივარი შევა. ამასობაში კი, გია ცეცაძემ „ტორპედოს" ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიმართა გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადებით და ამჯერად, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
ჩვენი გვერდისთვის ცნობილია, რომ „ჯუნგლებს" გუნდში, კახა ჩხეტიანის დაბრუნება სურს. „ტორპედოს" ყველაზე სტაბილური ხანა და წარმატება, სწორედ ჩხეტიანის პერიოდს უკავშირდება. კულუარულად, მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე, ერთ „თავისუფალ" ქართველ მწვრთნელზეც არის საუბარი, თუმცა, კლუბის ფიქრი, უფრო უცხოელ სპეციალისტს უკავშირდება. მანამდე კი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში აღარც ცეცაძეა, მის თანაშემწეს, კი, სადიციპლინო კომიტეტის სანქცია დაეწია, დღეს, გორში, „დილას" წინააღმდეგ, „ტორპედოს" კლუბის ანალიტიკოსი, თორნიკე შეყრილაძე გამოუძღვება. დისციპლინარული საქნციის გამო, დღეს გუნდის განაცხადში ვერ იქნებიან ვერც ბაქარ მირცხულავა, დინო ჰამზიჩი, ლევან მჭედლიძე, ვაჟა ტაბატაძე. ამას გარდა, კლუბს ტრავმის გამო, ვერც თორნიკე ახვლედიანი დაეხმარება.





ჩვენ








