
გუნდური პირველი ადგილი, 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 2-იც ბრინჯაო, ასეთია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების საბოლოო შედეგი, რომელიც ჩვენმა სპორტსმენებმა ბუქარესტში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჩვენეს.
ქართველ სპორტსმენთა შორის, ყველაზე ბოლოს ფიცარნაგზე, მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძე გამოვიდა. ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვება იზეიმა. თუმცა, ქართველმა ძალოსანმა, მისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება, მსოფლიო ჩემპიონატამდე გადადო.
აკვრაში ტალახაძემ 225 და 247 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. მსოფლიოს რეკორდსმენს, ორჭიდში 457 კგ. დაუგროვდა.
ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ქართველი ძალოსნები, ბუქარესტიდან სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას დაბრუნდებიან.
ასევე იხილეთ ბმული






ჩვენ








