ქალთა ლიგა 2 სტარტს 15 მაისიდან აიღებს
ქალთა ლიგა 2 სტარტს 15 მაისიდან აიღებს
06.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგა 2-ის 2022 წლის ახალი სეზონი 15 მაისიდან დაიწყება. „ბათუმი" (ბათუმი), „ივერია" (ხაშური), „ფენიქსი" (ზუგდიდი) „რაჭა 2020" (ამბროლაური) „დიდგორი"(მცხეთა), „ზარზმა" (ახალციხე), „ქარიშხალა" (საჩხერე), „ბახტრიონი" (ახმეტა), „დინამო-2" სოხუმი, „ელიტა" (თბილისი), „ეძანი" (წალკა) - ეს იმ 11 გუნდის ჩამონათვალია, რომელიც მიმდინარე წელს ზედა ლიგაში ამოსვლას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ გათამაშებას 2 დებიუტანტი ჰყავს - თბილისური „ელიტა" და „ეძანი", რომელიც წალკის რაიონიდან პირველი ქალთა საფეხბურთო გუნდი იქნება. ამას გარდა, ასევე პირველად, სოხუმის „დინამო" აღმოჩნდა, კლუბი, რომელიც, მიმდინარე სეზონში, ქალთა ორივე ლიგაში თითო გუნდით იასპარეზებს.


ქალთა ლიგა 2-ის გათამაშება ორ წრედ ჩატარდება. გამარჯვებული ქალთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. გასული სეზონისგან გასხვავებით, ქალთა ლიგა 2-ის მეორე ადგილოსანი აღარ გადაითამაშებს ქალთა ლიგის მეორე ადგილოსანთან ფლეი-ოფს. სფფ-ში კი, გათამაშების წილისყრა დღეს გაიმართა.


პირველ ტურში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„ელიტა" - „დინამო 2" სოხუმი

„ქარიშხალა" - „ეძანი"

„რაჭა" - „მცხეთა"

„ზარზმა" - „ბათუმი"

„ბახტრიონი" - „ივერია"



სფფ-ს ფოტო