მთების სიმაღლიდან - ფოტოაქრივი გამოფენა
მთების სიმაღლიდან - ფოტოაქრივი გამოფენა
10.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მზესუმზირები - ეს კადრი, რომელიც წლების წინ ფოტო-ნეგატივში ჩემი მეგობრის სახლში ვნახე. მას შემდეგ, მისი და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო კადრის ნაბეჭდი ვერიის ხილვა მსურდა. მზესუმზირების ფოტო, მართალია არ არის წარმოდგენილი იმ ექსპოზიციზე, რომელიც 16 მაისის ჩათვლით, ფოტოხელოვნებისა და ალპინიზმის მოყვარულებს შეეძლებათ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში იხილონ, თუმცა,  უშბაზე, ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მთამსვლელის დევი თარხნიშვილის საოჯახო არქივში დაცული ეს კადრიც, სხვა მრავლის მსგავსად უკვე გაციფრულია.

7 მაისიდან კი, დევი თარხნიშვილის ოჯახის არქივში დაცული მასალის მიხედვით, ფოტოარქივი გამოფენა „მთების სიმაღლიდან", გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში არის გამოფენილი.




1984 წელს, უშბის ექსპედიაციაში, ხუთ თანაგუნდელთან ერთად დაღუპული მთამსვლელის მიერ გადაღებული ფოტო-ფირები, წლების მანძილზე მისი შვილის სახლში ინახებოდა. იდეა, ფოტო-ფირების ციფრული არქივის შექმნისთვისაც წლების მანძილზე არსებობდა. საქართველოში, ყველაზე პოპულარული ფოტოკონკურისის „ქოლგას" ფარგლებში კი, ამ იდეას, ქართველმა ფოტოგრაფებმა გურამ წიბახაშვილმა და სოფო ლაპიაშვილმა ფრთები შეასხეს და  ფართო საზოგადოების წინაშე, გამოფენის სახით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ არქივის ციფრული ვერსიის შექმნა, 2020 წელს, „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით მოხერხდა.


საბჭოთა პერიოდში არსებობდა ოფიციალური ფოტოგრაფია, რომელსაც ჟურნალებსა და გაზეთებში ბეჭდავდნენ და ასევე, სამოყვარულო ფოტოგრაფია, რომელიც არ იყო გასაჯაროებისთვის განკუთვნილი. დევი თარხნიშვილის (1947-1984) ფოტოები სწორედ, ამ ტიპის ფოტოგრაფიას მიეკუთვნება. მისმა არქივმა მეტწილად 1970-იან წლებში მთაში გადაღებული ფოტოები შემოინახა. ფოტო-გამოფენაზე კი, ამ არქივიდან 45 კადრია წარმოდგენილი.




პროფესიით ფიზიკოსი ახალგაზრდობაში ალპინიზმმა გაიტაცა, მოგვიანებით პროფესიონალი მთამსვლელი გახდა და ამავდროულად, ფოტოების გადაღებაც დაიწყო. იმ ხანად, მთაში სიარული, ფოტოგრაფირება, წერა თავისუფლების, საბჭოთა რეალობიდან დროებით თავის დაღწევის საშუალებად იქცა. დევი თარხნიშვილიც, მათ შორის იყო.


ბუნებრივია, დევი თარხნიშილზე, იმ პერიოდის მთამსვლელებზე, მასებამდე ფოტოთი მოტანილ კადრებზე, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა, რჩევა იქნება, დრო არ დაკარგოთ, მიხვიდეთ მუზეუმში და თავად იხილოთ, იქ წარმოდგენილი.



ფოტო: ნინო ალავიძის