8 და 9 მაისს საქართველოს დ. ყიფიანის თასის გათამაშება დაიწყო
8 და 9 მაისს საქართველოს დ. ყიფიანის თასის გათამაშება დაიწყო
09.05.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

8 და 9 მაისს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მორიგი გათამასება დაიწყო. ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ „ბასიანიც" მონაწილეობდა. დებიუტანტი ლიგის წარმომადგენელმა, რომელმაც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებო, დამატებით დროში, „ვარკეთილი 2"-თან 2-3 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ სათასო დაპირისპირებები ერთ-მატჩიანებია, შესაბამისად, „ბასიანი" ასპარეზობას გამოეთიშა. 

პირველი ეტაპის შემდეგ ასპარეზობა 13-მა გუნდმა გააგრძელა:


„ლეგიონი" -  „კასპი 1936"  3 - 1

„გონიო" - „ივერია" ხაშური  4-0

„ბასიანი" - „ვარკეთილი 2" 2 - 3 (დამატებითი დრო)

„სპორტუნი" - „ზანა" 2 - 5

ბსუ - „იბერია 2010" 3 - 0

„ეგრისი"-  „ცხუმი"  0-2

„გარეჯი 2" - „ნორჩი დინამო 2016" 4-0

„გარდაბანი" - „გლდანი" 5 - 1

„გორდა" - „ჩიბათი" 11 - 0

„ლიახვი აჩაბეთი" - „შუქურა 2" 0 - 1

„კოლხი" - „მერცხალი" 3 - 2

„მერანი 3" - „იუჯი-35" 2 - 2 (პენალტები 8-7)

„თელავი 2" - „მართვე" 6 - 0


ამ გუნდებს,  მეორე ეტაპზე 34 გუნდი შეუერთდება. შესაბამისად,  მეორე ეტაპიდან, რომელიც 26 და 27 მაისს არის დაგეგმილი, გათამაშებაში ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება.


გათამაშების მეორე ეტაპის კალენდარი.


აქვე გეტყვით, რომ მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენები 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, რომელიც სფფ-ში 18 აპრილს გაიმართა, გადაწყდა რომ მესამე ეტაპის საგზური „ეგრისი" - „ცხუმის" (პირველი ეტაპის) წყვილში გამარჯვებული გუნდი მიიღებდა. ამ დუელში გამარჯვებული კი, „ცხუმი" აღმოჩნდა, რომელიც, მეორე ეტაპზე დაისვენებს და სათასო რბოლას მესამე ეტაპიდან განაგრძობს.