
საკალათბურთო ევროტურნირებზე, ქართველი ლეგიონერების წარმატებული წელი გრძელდება. გიორგი შერმადინის შემდეგ, საკლუბო ტურნირი, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამაც" მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ევროთასის მფობელი გახდა, მისი იტალიური კლუბი კი, პირველი იტალიური კლუბებიდან, რომელმაც აღნიშნილი ტროფეი მოიგო. „ვირტუსმა" ფინალში, რომელიც მშობლიურ კედლებში ჩაატარა, თურქული „ბურსასფორი" 80-67 დაამარცხა.
ამ გამარჯვებამ, თორნიკე შენგელიას გუნდს საშუალება მისცა, მომავალი სეზონიდან ევროლიგაში იასპარეზოს და აღნიშნულ ლიგაში „მილანთან" ერთად, იტალიის ღირსება დაიცვას. 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, ეს პირველად მოხვდება. თუმცა, ამ ეტაპისთვის უცნობია, დარჩება თოკო, „ვირტუსში" და გაახანგრძლივებს კონტრაქტს, თუ კლუბს შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელი დენი ჰაკეტი, „ვირტუსში", უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ცსკა-დან გადავიდნენ. „ვირტუსში" მათი გადასვლის შემდეგ კი, იტალიური კლუბი სერია ა-ს ლიდერიც გახდა და ევროპაში, რანგით მეორე საკლუბო ტურნირიც მოიგო.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობისა, „ბურსასფორმა" მოახერხა, ორი მეოთხედი ებრძოლა და მოეგო კიდეც, მეორე და მესამე მეოთხედები - 16-19 და 21-22. მეოთხე მეოთხედის სტარტზე, თურქულმა გუნდმა, სხვაობის 5 ქულამდე შემცირებაც მოახერხა, თუმცა, მეტის გაკეთება ვეღარ შესძლო. ბოლონიელებმა, ქულებში პირველ მეოთხედში მიღწეული სხვაობის (25-12 მოიგეს) შენარჩუნება რეალურად მთელი მატჩის მანძილზე მოახერხეს. საერთო ჯამში, „ვირტუსმა" ძალზედ გამართული, გუნდური თამაში შემოგვთავაზა, რომელშიც, თავისი როლი, ჩვენი ნაკრების კაპიტანმაც, თოკო შენგელიამაც შეასრულა.
შენგელიას, რომელმაც სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში, პარკეტზე საერთო ჯამში 23 წუთი დაჰყო, 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება დაუგროვდა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი, „ვირტუსის" 44-ე ნომერი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში 21 ქულა ჩააგდო.


ფოტო: @Virtus Segafredo Bologna





ჩვენ








