
ევრობასკეტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. თბილისში, მშენებარე ახალ სპორტის სასახლეში კი, რომელმაც ამ საკალათბურთო ფორუმის ჯგუფურ ეტაპს, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის დასაწყისში უნდა უმასპინძლოს, მთელი რიგი სამუშაოები და სულ, უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ახალი სპორტის სასახლის მშენებლობას ჯერ პანდემია დაემთხვა, შემდეგ, ხანძარი, რომელმაც შენობის გარკვეული ნაწილი დააზიანა და „სეირის მაცქერლებსაც", საქილიკო გაეხსნათ. ბუნებრივია, მშენებარე ობიექტისა და ამ საკალათბურთო ფორუმის მოლოდინში მყოფებიც, შეფიქრიანებულნი ვართ, განსაკუთრებით ხანძრის შემდეგ, რამდენად მოესწრება და ევრობასკეტამდე „გაიტესტება" ახალი ობიექტი.
მოგეხსენებათ, შენობის მშენებლოსა და კაპიტალურად მოწყობის გარდა, მაღალი, საერთაშორისო რანგის შეჯიბრის ჩასატარებლად, ერთი გენერალური რეპეტიცია, ამ შემთხვევაში, ან საერთაშორისო რანგის მატჩი, ან ტურნირი, რეკომენდირებულია, რომ აღნიშნულ ობიექტზე ჩატარდეს. თავდაპირველად, ამ მიზნით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თებერვლის თვის სანაკრებო მატჩი, სწორედ, ახალ სპორტის სასახლეში უნდა გამართულიყო. მოგვიანებით, გადაწყდა, რომ ახალ ობიექტზე, საქართველო-ესპანეთის, ივლისში დაგეგმილი თამაში გაიმართება. თუმცა, არაა, გამორიცხული, რომ ეს მატჩიც, თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. თუმცა...
![]() |
![]() |
ფიბა-ს წარმომადგენლები კი, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე, სისტემატურად აკონტროლებენ ვითარებას და განსხვავებით, „სეირის მაცქერლებისგან", ქართული მხარის მიერ შემოთავაზებული „ტემპის" გამო, დიდად არ "ნაღვლობენ".
მორიგი „რევიზია" თბილისს ამ დღეებშიც სტუმრობდა, 15-კაციანი დელეგაციით, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით, „FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ", წერს ფედერაციის ვებ-გვერდი.
![]() |
![]() |
„დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი, ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ", - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.
„საკმაოდ მძიმე ვალდებულება", რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, სოსო გიორგაძის განაცხადებით, ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით გადმოიბარა, დღეს ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით მოწონებას იმსახურებს. ისიც და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე იმედოვნებენ, რომ „სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება".

კალათბურთის ფედერაციის ფოტოები





ჩვენ












